„იუდამ“ თავი ჩამოიხრჩო

„იუდამ“ თავი ჩამოიხრჩო

ლათინური ამერიკის ქვეყნებში სააღდგომო კვირაში ქრისტეს ვნებების შესახებ დადგმული პანტომიმები, დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წარმოდგენის დროს,  ბრაზილიელი მსახიობი ტიაგო კლიმეკი ქრისტეს აღდგომისადმი მიძღვნილ სპექტაკლში იუდას თვითმკვლელობას განასახიერებდა, როცა უბედური შემთხვევა მოხდა  და მან შემთხვევით თავი ჩამოიხრჩო.

27  წლის მსახიობი სპექტაკლის დროს, თოკზე 4 წუთის მანძილზე იყო ჩამოკიდებული, მანამ, სანამ სხვა მსახიობები არ მიხვდნენ მომხდარს და არ ჩამოხსნეს.  მსახიობი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მან გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო და გარდაიცვალა.