25-28 აპრილს, თიბისი გალერეაში გაიმართება ფოტოგრაფ მინდია მიდელაშვილის ფოტოგამოფენა,- „მზით ნაბეჭდი“. გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება და წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემატიკის „მზით ნაბეჭდი“ ფოტოები.
ფოტოები დაბეჭდილი იქნება უძველესი და განსაკუთრებული მეთოდებით. მზით ნაბეჭდი, ეწოდება ტექნოლოგიას, რომელიც 1842 წელს მეცნიერ სერ ჯონ ჰერელის მიერ იქნა აღმოჩენილი. მოგეხსენებათ, რომ ფოტოები იბეჭდება სიბნელეში, ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების უნიკალურობა ისაა, რომ ისინი აღბეჭდილია მზის სხივების ზემოქმედებით და იძლევა ლურჯ გამოსახულებას-გრაფიკული ნამუშევრის ეფექტს. ფოტოების ტონირების ყველაზე კარგი საშუალებაა შავი ჩაი. ეს მეთოდი იძლევა საშუალებას, რომ სრულიად მიიღო მონაწილეობა ფოტოს გაცოცხლებაში. დაბეჭდო ნეგატივი, დაფერო ქაღალდი სხვადასხვა დორმის ლაქებით ისე, რომ ფოტოს ხასიათს პასუხობდეს და მოთმინებით დაელოდო მზის ქვეშ მოთავსებული ფოტოს დაბეჭდვას.
ფოტოგრაფი მინდია მიდელაშვილი გამოფენებს 2006 წლიდან მართავს. მისი გამოფენები ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული დახვეწილობითა და კრეატიულობით. 2006 წელს ჰქონდა გამოფენა გალერეა „TMS“-ში, ამავე წელს თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკაში, გამოფენა „დურატრანსი“. 2008 წელს, გამოფენა „MINDIA IN INDIA“, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ასევე „იასამნისფერი გამოფენა“, ფოტოსპექტაკლი კახი კავსაძესთან ერთად, გამოფენა „ტაილანდი და ვეფხვის მონასტერი“ და ა.შ.