დონალდ ტრამპის ბათუმური ვოიაჟის ფონზე აჭარის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო „რედისონში“ უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. როგორც გაირკვა ამერიკელი მილიარდერის ვიზიტისას „რედისონ ბლუში“ მოიშალა ფეკალური მასების სატუმბი და აერწინაღიანი პირები ნიღბებით ასრულებდნენ ამ საქმეს. ამის შესახებ Presage.tv-ს სულიკო ჟღენტის ქუჩის მოსახლოებამ აცნობა. უსიამოვნო ფაქტის თვითმხილველები სწორედ ადგილობრივები გახდნენ. „სპეციალური საკანალიზაციო მანქანის მოყვანაზე კი არავინ იზრუნა და პარკებს პირდაპირ ეზოში ისროდნენ. ეს ყველაფერი ღამის 2 საათისთვის ხდებოდა. ძალიან ჩქარობდნენ, რადგან მაგენი ტრამპს და სააკაშვილს ელოდებოდნენ. დაცვის წევრებიც იყვნენ იქ. ყვირილი და ჩოჩქოლი ავტეხეთ. ნიღბებიანები იდგნენ გამსკდარი პარკებით და იდგა საშინელი სუნი. ხმაურზე გამოვიდა სასტუმროს თურქი მენეჯერი სახელად სიკრეტი და იყო დიდი ხმაური“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი ქალბატონი. სულიკო ჟღენტის ქუჩა ბათუმში „რედისონ ბლუს“ უკანა მხარეს მდებარეობს. სასტუმროს უკან ჟღენტის ქუჩის №2-ში იტალური ეზოა, რომლის წინ „რედისონ ბლუს“ ადმინისტრაციამ ნაგვის კონტეინერები განათავსა. „რადისონის ადმინისტრაციამ სანაგვე კონტეინერები დაგვიდგა პირდაპირ ეზოში – სასტუმროს უკანა მხარეს – აბა, წინ ხომ არ დავდგამთ, სააკაშვილი და მთავრობის ხალხი ხშირად მოდისო“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის ვინაობასაც უსაფრთხოების მიზნით შეგნებულად არ ვასახელებთ. ადგილობრივები ყვებიან, რომ 22 აპრილს, 02:00 წუთისთვის სასტუმრო „რედისონ ბლუდან“ გამოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც აირწინაღები ეკეთათ და ხელში პლასტიკატის უზარმაზარ პარკები ეკავათ. ისინი გაეშურენ სახლის ეზოსკენ, სადაც დგას ნაგვის კონტეინერები და დაიწყეს ამ პარკების მოსროლა. მეზობლები დაინტერესდნენ და გავიდნენ ეზოში იმის გასრაკვევად რა ხდებოდა. გადატანისას პლასტიკატის ერთ-ერთი პარკი გასკდა და აღმოჩნდა, რომ აირწინაღიან პირებს ფეკალური მასები გადაჰქონდათ. „ჩვენ ხმაური რომ ავტეხეთ, გამოვიდა დაცვაც, სასტუმროს თურქი ადმინისტრატორი დაგვპირდა რომ პრობლემას მოაგვარებდა. თავიდან იფიქრეს რომ ადგილი მოერეცხათ, მაგრამ თურქმა ადმინისტრატორმა თქვა, რომ წყლის დასხმის შემთხვევაში სუნი უფრო გამძაფრდებოდა, ამიტომ მოიტანეს და ზედ ხრეში დაყარეს. ეს საქმე ვერ უშველის. სასწრაფოდ ჩასატარებელია სადეზინფექციო სამუშაოები. მართალია იმ დაცვის წევრებს, ვისაც ფეკალურ მასები პლასტიკატის პარკებით გადაჰქონდათ ამის გაკეთება უფროსობამ უბრძანა, მაგრამ მაგენსაც ხომ უნდა ეფიქრათ, რას აკეთებდნენ“, - Presage.tv-რესპოდენტი. |