შეძლებს კი საქართველო თავისი საბჭოთა წარსულის მორყევას ახალი, თამამი ნაგებობებით?

შეძლებს კი საქართველო თავისი საბჭოთა წარსულის მორყევას ახალი, თამამი ნაგებობებით?

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ფიცს სდებდა, მან ეს დავით აღმაშენებლის საფლავზე გააკეთა, წარსული დროის იმ ლიდერის საფლავზე, რომელიც უფრო სამხედრო წარმატებებით არის ცნობილი, ვიდრე სამშენებლო პროექტებით. მაგრამ მოეკიდა რა ძალიან სერიოზულად მის სახელს, სააკაშვილი ცდილობდა, პირდაპირი მნიშვნელობით, თავიდან აეშენებინა ქვეყანა. 

ქართველმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ გასული შვიდი წლის განმავლობაში უფრო მეტი აშეენა, ვიდრე ქვეყანაში გასული „8 საუკუნის განმავლობაში აშენებულა“. ასეც იყო, ნაწილობრივ ქვეყნის ისტორიის გამოისობით – ყოფილმა საბჭოთა ქვეყანამ რუსეთის ოკუპაციის, სამხედრო გადატრიალებების, საარჩევნო გაყალბების და ეკონომიკის სტაგნაციის, ერთის შეხედვით, თითქმის უწყვეტი ნაკადი გადაიტანა.

სააკაშვილს ურბანული მშენებლობები ეკონომიკური წარმატებისკენ მიმავალ უადვილეს გზად მიაჩნია და ის შეეცედა ახალი ერის დადგომა თვალში საცემი არქიტექტურით ეუწყებინა. ახალ ნაგებობს ინვესტორებითვის, ტურისტებისთვის და საკუთარი ხალხისთვის ქვეყნის სტაბილურობაზე უნდა მიენიშნებინათ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო და კულტურული ნაგებობები ქვეყნის მთავარ ქალაქებში შენდება, ამ მოვლენის ზეგავლენა ჯერჯერობით ძირითადად ზერელეა.

„ხიდის აშენება უფრო ადვილია, ვიდრე ეფექტური მთავრობის,“ ამბობს ლინკოლნ მიტჩელი, საქართველოში ნაციონალური დემოკრატიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, რომელიც ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარია.

„სააკაშვილის მთავრობის ნარატივი ასეთია – ჩვენ დაგვხდა ჩამოშლილი ქვეყანა და ჩვენ ის ხელახლა ავაშენეთ. თუმცა ის, თუ რამდენად არის აშენებული ქვეყანა, არაერთმნიშვნელოვანი საკითხია,“ ამბობს ის. საქართველო დღესაც განიცდის ფინანსური რესურსების ნაკლებობას და თუმცა მისი ეკონომიკა 2011 წელს 7 პროცენტით გაიზარდა, მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ქვეყნების ქვედა მეოთხედშია. დღემდე საქართველო ძალიან არის დამოკიდებული უფრო დიდ მოკავშირეების, მაგალითად აშშ-ს პროტექციასა და მხარდაჭერაზე (შეიძლება მოვიხსენოთ რონალდ რეიგანის ახლად დასრულებული ძეგლი იმავე ქალაქში, სადაც ჯორჯ ბუშის ქუჩაც არსებობს).

ხოლო ზოგიერთი სამთავრობო ნაგებობის (ისეთების, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში) შუშის ფასადები ახლად აღმოჩენილი გამჭვირვალობის სიმბოლოდ იყო ჩაფიქრებული. მაგრამ მიტჩელის აზრით, „ადგილობრივები სახელმწიფო არქიტექტურის „გამჭვირვალობას“ ირონიად მიიჩნევევ და სხვა არაფრად.“

ამ სამშენებლო კამპანიის მიღმა არსებული ენერგია იმ ადგილობრივი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის გულუხვობის შედეგია, რომელიც ახლა პრეზიდენტობის კანდიდატია. ბიძინა ივანიშვილი (რომლის სახლსაც ისეთივე გადარეული არქიტექტურა აქვს, როგორც ყველა სამთავრობო ნაგებობას) აფინანსებდა ყველაფერს, დაწყებული გზებიდან ქალაქებში და დამთავრებული სამხედროების ფეხსაცმლით, აფინანსებდა იმ მთავრობის მაგივრად, რომელსაც ახლაც არ შეუძლია ზოგიერთი ყველაზე საბაზო საჯარო მომსახურების უზრუნველყოფა. 

სხვა თუ არაფერი, საქართველოს შემდეგი არჩევნები შეიძლება აღმაშენებლების შერკინებად იქცეს. მაგრამ იმ უამრავ პრობლემას, რომელიც ქვეყანაში შემორჩა, მსოფლიოს ყველაზე ბრწყინვალე არქიტექტურული ნიმუშებიც კი ვერ გადაწყვეტენ.
foreignpress.ge