„აი ეს, როგორ იქნება,- ნახევრადშიშველი, მადისაღმძვრელი და სექსუალური,“- ამბობს სოფო შევარდნაძე ფოტოგმირზე და საკმაოდ თამამი ფოტოსესიისთვის ემზადება.
რადიო „ეხო მოსკვის“ წამყვანმა სოფო შევარდნაძემ ჟურნალ „7 дней“ - სთვის ნახევრადშიშველმა იპოზიორა. „საკუთარი სხეულის არ მრცხვენია, მაგრამ, ქართული ფესვებიდან გამომდინარე, არ ვარ მიჩვეული გაშიშვლებას. ისეთი ქმარი რომ მყავდეს, როგორიც მამაჩემი ან ბაბუაჩემია, ცხოვრებაში არ გავშიშვლდებოდი“,- ამბობს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი.