სოზარ სუბარი: „რეგიონში ერთ-ერთი გასვლისას ბიძინა ივანიშვილისთვის იარაღიდან უნდა ესროლათ“

სოზარ სუბარი: „რეგიონში ერთ-ერთი გასვლისას ბიძინა ივანიშვილისთვის იარაღიდან უნდა ესროლათ“

ვინ და როდის გეგმავდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას და რატომ გადაწყვიტა ამბის გახმაურება პირმა, ვისაც „ქართული ოცნების“ ლიდერის ლიკვიდაცია დაუკვეთეს? მკვლელობის რა სცენარს განიხილავდნენ  მისი დამკვეთები და რატომ არ სურდათ ის  საქართველოში ადრე მომხდარი რომელიმე გახმაურებული მკვლელობის მსგავსი ყოფილიყო - Presage.tv-ს ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი ესაუბრება.

სუბარი შვეიცარიაში ადვოკატ არჩილ კბილაშვილთან ერთად ჩავიდა, ვინაიდან ინფორმაცია, რომ ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, სწორედ შვეიცარიიდან გახმიანდა. ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, რომელსაც შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა,  ეს ინფორმაცია facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

როგორც სოზარ სუბარი ამბობს, მათთან შეხვედრისას კომახიძემ აღნიშნა, რომ წყაროს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა, ენდობა და შესაბამისად, მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასაც სარწმუნოდ მიიჩნევს.

სოზარ სუბარი ჩემთან შეხვედრისას კომახიძემ თქვა, რომ ის აბსოლუტურად ენდობა ინფრომაციის წყაროს და მასთან სწორედ ისეთი ადამიანი გამოგზავნეს, ვინც მას კარგად იცნობს.  ,,ქართული ოცნების“  მხრიდან კი არჩევანი ჩემზე იმიტომ შეჩერდა, რომ მე და ვახო დიდი ხნის მეგობრები ვართ და ვენდობით ერთმანეთს.   

კონკრეტულად,  ვახტანგ კომახიძე რა პრინციპით შეარჩია ინფორმატორმა ?

- ეს ადამიანი კომახიძესთან კონკრეტულმა პიროვნებამ გააგზავნა, რომელსაც ვახო ასევე იცნობს და ენდობა. მისი გამომგზავნი ივანიშვილის ლიკვიდაციის საქმის მონაწილე თავად უნდა ყოფილიყო. თუმცა, არა უშუალოდ მკვლელობის შემსრულებელი, არამედ ერთ-ერთი მომამზადებელი. და მეორე და მთავარი, ვახომ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, რატომ უნდა მომხდარიყო ამ ინფორმაციის გახმიანება საზღვარგარეთიდან და არა საქართველოდან. ქართული კანონმდებლობით, საქართველოში საქმეზე გამოძიების დაწყების შეთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი, საქართველოს მოქალაქეა ის თუ არა, ვალდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გაამხილოს.  მათ შორის, უნდა დაასახელოს შუამავლი, მისი გამომგზავნი და ა.შ. ამ შემთხვევაში, წყაროს სიცოცხლესა და უსაფრთოებას საფრთხე  ექმნებოდა.  

ვინაიდან კომახიძე დასავლეთშია, მას ეს ვალდებულება არ ექნება და თუ გამოძიება დაიწყება, ვახომ შეიძლება ჩვენება საკუთარი გადაწყვეტილებით მისცეს, მაგრამ ამ ჩვენებაში ინფორმატორებს  არ დაასახელებს, რათა მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დაიცვას. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ინფორმაციის გასახმიანებლად უცხოეთში მცხოვრებ ადამიანს ეძებდნენ და ვახო ამ შემთხევაში, სწორედ  შესაფერისი კანდიდატურა იყო.

და რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა ამ ინფორმაციის გავრცელება?

- როდესაც ასეთი  ფაქტი იგეგმება, ინფორმაცია მისი დამკვეთის, ორგანიზატორის ან შემსრულებლის შესახებ, ადრე თუ გვიან მჟღავნდება და დამნაშავე პასუხს აგებს.

შესაძლოა, ამ პირმა არც ის გამორიცხა, რომ საქმის დასრულების შემდეგ მას თავიდან  მოიშორებდნენ. ანუ, ამ ადამიანმა აღნიშნული ინფორმაციის გახმიანება, ივანიშვილის ლიკვიდაციის ჩაშლა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის მიზნითაც გადაწყვიტა. იმ პიროვნებამ ვახოს უთხრა - მე რომ ყველა დეტალი გაგიმხილო, რა და როგორ იგეგმება, ადვილად გავლენ მთავარ ინფორმატორზეო. მე ვახოსთვის ამ ადამიანის ვინაობის დასახელება არც მითხოვია. თუმცა ხაზგასასმელია, რომ ამ პიროვნებამ მთავარი მაინც უთხრა კომახიძეს.

 ვახტანგ კომახიძის მიერ Facebook-ით ამ ინფორმაციის გავრცელება რამდენად მიზანშეწონილიაამის შესახებ ,,ქართულ ოცნებასრატომ არ ამცნო?

- ეს სიმართლე გითხრათ, არ მიკითხავს, მაგრამ მიზანი მან ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა. მიზანი იყო პრევენცია.

ვინ გეგემავდა ივანიშვილის ლიკვიდაციასეს ხელისუფლების შეკვეთა იყო?

- ხელისუფლებისგან - ბუნებრივია.  მითუმეტეს, მაშინ როცა ოქტომბრის არჩევნები კარზეა მომდგარი ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება დიდი ალბათობით შეიცვლება. ამიტომაც ეს ადამიანები პირველ რიგში, თავიანთი თავის დაცვას ცდილობენ, რომ ციხეში არ წავიდნენ. ამ ინფორმაციის გავრცელებით, მათ ერთგვარი პრევენცია მოახდინეს იმისა, რომ თავდასხმა არ მოხდეს და მეორე - თუ მაინცდამაინც თავდასხმა მოხდა, მათ შეეძლებათ თქვან, რომ ყველაფერი იღონეს.

თქვენ გაქვთ ინფორმაციაროგორი იყო მათი მოქმედების სქემა?

- მათი გეგმა ასეთი იყო: რეგიონებში ერთ-ერთი გასვლის დროს უნდა მომზადებულიყო ტერაქტი - უნდა ესროლათ ბიძინა ივანიშვილისთვის. მინდა გითხრათ, რომ საუბარი არ ყოფილა ავარიასა და აფეთქებაზე, საუბარი იყო იარაღიდან სროლაზე, რადგან ეს შემთხვევა არ უნდა დამსგავსებოდა ისეთ ტერაქტს, რომ ხელისუფლების ხელწერის ამოცნობა ყოფილიყო შესაძლებელი. ეს უნდა დამსგავსებოდა შურისძიებას, პირად ანგარიშსწორებას. პროცესში მონაწილე უნდა ყოფილიყო ორი პირი, ერთი ძირითადი და მეორე - სათადარიგო.

ეს რას ნიშნავს?

- თუ ივანიშვილის დაცვა მკვლელობის უშუალო შემსრულებლის ლიკვიდაციას მოახდენდა, შორიახლოს უნდა ყოფილიყო მეორე სათადარიგო პირი, ვისაც პოლიცია დაიჭერდა. ეს დაკავებული აღიარებდა, რომ ივანიშვილის ლიკვიდაცია მან, უკვე ლიკვიდირებულ ერთ-ერთ თავდამსხმელთან ერთად მოამზადა.

ყველა შემთხვევაში, ეჭვი გაჩნდებოდა, რომ ეს ხელისუფლებიდან შეკვეთილი იყო, როცა ხელისუფლებას გამოძიებული არ აქვს ჟვანაის საქმე, გარკვეული ეჭვი არსებობს პატარკაციშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ასეთი პოლიტიური საქმე აწყობდათ მათ?

სწორედ ამის აცილებისთვის იყო შემუშავებული სქემა. ამიტომაც გითხარით ვახოს თქმით, უნდა ყოფილიყო მინიმუმ ორი თავდამსხმელი. ერთის ლიდკვიდაციის შემთხვევაში, ადგილზე თავდასხმის მომენტში მეორე უნდა გამოჩენილიყო, რომელიც იტყოდა, რომ თანამონაწილეა და თავდასხმას ერთად ამზადებდნენ. ვთქვათ, ის მკვლელობის მოტივსაც იტყოდა, ისეთს, რომ ხელისუფლებას ყველანაირი ეჭვი აცილდებოდა.  განსხვავებით ზურაბ ჟვანიას საქმისგან, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. 

ვინ არის ის ადამიანირომელიც ამ რისკზე წავიდოდა?

- ვარაუდის დონეზე შეგვიძლია დავუშვათ, ეს  მხოლოდ ჩემი ვარაუდია, გავიხსენე ბუშზე თავდასხმა, არუთინოვს (ამ ადამიანს ბევრჯერ შევხვედრივარ, დარწმუნებული იყო საკუთარი ქმედების სისწორეში) მიაჩნდა, რომ ეს იყო ბრძოლა მსოფლიო კაპიტალიზმისა და მასონების წინააღმდეგ. ასეთი ადამაინის მონახვა, რომელსაც აკვიატებული აქვს რაღაც იდეები რთული არაა. ისე შეიძლება დაამუშავო და ისე განაწყო, ის ვერც კი მიხვდეს, რომ ის იარაღია და ეგონოს, რომ თავისი ნებით მოქმედებს.  

თქვენ  კომახიძის  მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამაჯერებლად გეჩვენათ?

- მე მჯერა, რომ ვახო გონიერი ადამიანია და ის ტყუილუბრალოდ ასეთ რამეს არ გაავრცელებდა. ის ასევე ღრმადაა დარწმუნებული, რომ წყარო, რომელმაც მიაწოდა ეს ინფორმაცია სანდოა.

ამ ინფორმაციის დიპლომატიურ კორპუსისათვის მიწოდებას არ აპირებთ?

- ამის განხილვა „ქართულ ოცნებაში“ მოხდება.

„ქართულ ოცნებაში რა თქვესგქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან მაიწოდეთ თუ არა ეს ინფრომაცია და რა თქვა მან?

- ბიძინა ივანიშვილს ორი სიტვით მოვუყევი. უფრო ფართო განხილვა აწი იქნება.

რატომ ორი სიტყვითროცა საქმე მისი სიცოცხლეს ეხება, დრო არ იყო?

- ორი სიტყვით, რაც თქვენ გითხარით იგივე მოვუყევი ივანიშვილს.

არ გეგმავთრომ  ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს  მიაწოდოთ?

- მიწოდებული არაა? სამართალდამცავებს, რომ მივაწოდოთ რა უნდა ვუთხრათ, - დაიჭირეთ თქვენი თავი-თქო?

როგორ ფიქრობთ ამ ინფორმაციის გავრცელების  შემდეგ საფრთხე განეიტრალდათუ ვინც ეს ჩაიფიქრა არაა გამორიცხული სხვავარიანტიც მოიფიქროს?

- ხელისუფლება დღეს, ისე როგორც არასდროს ელოდება დამარცხებას. ამიტომ ისინი არ გაჩერდებიან და რაღაცების მოფიქრებაში სულ იქნებიან. მათ კარგად იციან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ოპოზციაში გადავლენ, იციან, რომ ისინი უბრალოდ, მიდიან ციხეში, კარგავენ მილიონებსა და სხვა პრივილეგიებს. ამის ფონზე ყველაფერზე არიან წამსვლელები.