ბაჩუკი ქარდავა ქვემო ქართლის პარტიულ–რეგისტრაციულ აქტივს შეხვდა

ბაჩუკი ქარდავა ქვემო ქართლის პარტიულ–რეგისტრაციულ აქტივს შეხვდა

2 აპრილს რუსთავში ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა პროგრამა “კარდაკარის“ ფარგებლში რუსთაველებს შეხვდა. ქარდავას მასპინძელი რუსთაველების რიგებში, ძირითადად, ედპ-ს წევრები და ამავე დროს პროგრამა “კარდაკარის“ რეგისტრატორები იყვნენ. თუმცა, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი სიების გადამოწმებაზე არ გაკეთებულა. აქტუალური საუბრის თემა ბიძინა ივანიშვილი იყო.

ბაჩუკი ქარდავა დამსწრე საზოგადოებას უხსნიდა, რომ “ივანიშვილი, სწორედ ის კაცია, ვინც იმ “მატარებელის“ დაძვრას აფინანსებდა, სადაც ნაციონალები ისხდნენ“. ქართული ოცნების“ კრიტიკით დაკავებული ქარდავა საუბარში შიგადაშიგ ზრდილობისთვის სააკაშვილსაც გადაწვდა.



“ჩვენ წინააღმდეგი ვართ საზოგადოების ორ პოლუსად დაყოფის. არ შეიძლება პოლიტიკურ ცხოვრებაში იყოს, მხოლოდ “ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ყველას კარგად გვახსოვს რევოლუციის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისას რა განცხადება გააკეთა სააკაშვილმა. მან თქვა, რომ უკვე დაიძრა მატარებელი და ვისაც ასვლა უნდა, სანამ დროა, ავიდეს. ვინც არ ავა – ჩარეცხილია და ა.შ.



თუ გახსოვსთ მაშინ ამ მატარებლის დაძვრა თვითონ ივანიშვილმა დააფინანსა. ამ მატარებელში კი ახლა უკვე, მისი თანოაზრეები – ძმები ბერძენიშვილები, უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია და სხვები ისხდნენ.



დღეს თითქმის სააკაშვილის მსგავს განცხადებას აკეთებს ივანიშვილი, ოღონც ცოტა უფრი ზრდილობიან ფორმებში. ის ამბობს, რომ შუა უნდა გაიკრიფოს. ივანიშვილის აზრით ვინც მის მხარეს არაა მისი მტერია. ეს არ არის სწორი. ჩვენ ორივე ძალის წინააღმდეგი ვართ და საზოგადოებას ალტერნატივას მე-3 გზას ვთავაზობთ“ - ისტორიის მოკლე კურსი წაიკითხა ბაჩუკი ქარდავამ.



მესამე გზის არჩევა, ალბათ, ედპ-ესთვის ხმის მიცემაში გამოიხატება. ქარდავას თქმით, მის პარტიას აქვს დასაქმების პროგრამა, რითაც აღნიშნული პრობლემის სრულად მოგვარებაა შესაძლებელი. “ჩვენი წინადადებაა, შეიქმნას დასაქმების სააგენტო. ეს სააგენტო სამთავრობი დასწესებულება იქნება და სწორედ ხელისფლებას დაევალება საქართველოსა და უცხოეთის მასშტაბით სამუშაო ადგილების მოძიება და ხალხის დასაქმება. უცხოეთზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ არსებობს ბევრი არაკეთილსინდიერი დამსაქმებელი, რომელიც ჩვენ მოსახლეობას საფრთხეში აგდებს. ამისგან საზოგადოების უკეთ დაცვა, სწორედ მთავრობას შეუძლია“ - საუბრობდა ქარდავა.



მქადაგებლის ამპლუაში შესულ ედპ-ს ლიდერს ერთი გარემოება უყრადღებოდ დარჩა – როდესაც”კარდაკარის“ პრეზენტაცია რუსთავში შედგა, პროგრამის მონაწილეები ერთხმად ამბობდნენ, რომ ამომრჩეველთა სიებს აბსოლუტურად ნეიტრალური ადამიანები გადაამოწმებენ. დღეს კი ამ საქმეს პარტიის წევრები აკეთებენ.



“ჩემთვის ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. ვთვლი, რომ ედპ-ს მესამე გზა ჩემთვის მისაღებია. მე პარტიის წევრი და ამომრჩეველთა სიების რეგისტრატორი ვარ“ - პარტიულ ლიდერს პატაკი ჩააბარა პარტიის წევრმა და ამომრჩეველთა სიების რეგისტრატორმა, ეკა რეხვიაშვილმა.



მის მსგავსად ედპ-ს ლიდერის მოსასმენად მოსულები იყვნენ ამომრჩეველთა სიების სხვა რეგისტრატორებიც, რა თქმა უნდა -პარტიულები.