ლაშა აბაშიძე: „ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით ბლოკ- მატარებელი გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა მთლიანად სარკინიგზო სექტორისთვის“

ლაშა აბაშიძე: „ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით ბლოკ- მატარებელი გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა მთლიანად სარკინიგზო სექტორისთვის“

საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, დავნიშნეთ ბლოკ- მატარებელი, რომელიც იმოძრავებს ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით. ეს გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მომხმარებლისთვის და მთლიანად სარკინიგზო სექტორისთვის“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, ახალი ბლოკ-მატარებელი რეისებს ამ ეტაპზე კვირაში 4-ჯერ შეასრულებს - წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად. მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა. აღსანიშნავია, რომ კონტეინერებით ბლოკ-მატარებელის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.

ბლოკ-მატარებელი საქართველოს რკინიგზის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ პორტებში მიღებული ტვირთები თბილისში წინასწარ დადგენილი გრაფიკით ჩამოიტანონ, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადამზიდავი კომპანიების და ტერმინალების საქმიანობას. ბლოკ-მატარებლის მუშაობა ასევე დამატებით ფინანსურ სარგებელს მოიტანს საქართველოს რკინიგზისთვის - გაიზრდება კომპანიის შემოსავალი“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

ამასთან, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განმარტებით, უახლოეს პერიოდში არსებულ მიმართულებას ბაქოს მიმართულებაც დაემატება და ბლოკ-მატარებელი ფოთი-ბაქო-ფოთის მარშრუტით შეასრულებს რეისებს.