სულ სხვაგვარად მოველოდი მოვლენების განვითარებას როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო. წლების განმავლობაში საქართველოში დაგროვილი საპროტესტო მუხტი და მღელვარება მომენტს ელოდა, მომენტს, როდესაც გამოჩნდებოდა ის, ვინც აზვირთებულ ტალღას გამარჯვებისკენ მიმართავდა და შედეგად „ნაციონალური მოძრაობა“ მოშორდებოდა მართვის სადავეებს, დაიწყებოდა ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული რეალურად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა.
ყველაფერი პოზიტიურად ვითარდებოდა…
რიტორიკა და განცხადებები:
„მე იშვიათად ვდებ პირობას, მაგრამ აუცილებლად ვასრულებ! გპირდებით, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, ყველაფერი კარგად იქნება…”
„ოქტომბრამდე მთელს ქვეყანას ერთ მუშტად შევკრავთ..”.
შედეგი:
Greenberg -ის კვლევა - ბიძინა ივანიშვილი - 25%
IRI -ს კვლევა - ბიძინა ივანიშვილი - 27%
GDRI -ს კვლევა - ბიძინა ივანიშვილი - 32%
IPS – ის კვლევა - ბიძინა ივანიშვილი 22.5%
Facebook – 90 000 „ლაიქი“, უამრავი მხარდამჭერი ჯგუფები და გასაოცარი აქტივობა...
არც თუ ისე დიდი დრო გავიდა და…
რიტორიკა და განცხადებები:
„ახლა უკეთესი იქნება დავმშვიდდეთ, რათა არ მივიღოთ უკონტროლო პროცესები და არ გავცედთ სამართლებრივ სივრცეს...“
„ვიცი ხაჭაპურის გამოცხობა...“
„ადამიანი პოლიტიკაში მაშინ უნდა მივიდეს, როდესაც სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახული აქვს...“
„შეიძლება კოალიციის ზოგი წევრი არ მეხატება გულზე, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს...“
კულუარები:
„მაია ფანჯიკიძე მთელი დღე ყავას მიირთმევს და ასე სურთ გამარჯვება?...“
„მართალია მათი გუნდის წევრი ვარ, მაგრამ ნაც. მოძრაობის ეფექტური მუშაობაც ვიცი, ამათ კი ორი დღე სჭირდებათ პასუხი რომ გაგცენ მარტივ კითხვაზე...“
და შედეგმაც არ დააყოვნა:
NDI- ს კვლევა - კოალიცია „ქართული ოცნება“ – 10%
Facebook - ივანიშვილის უცნაური პაუზა და 100 000 „ლაიქი“; სააკაშვილის გააქტიურება და 130 000 „ლაიქი“...
ეს რა არის? დილეტანტის ქმედება, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა პოლიტიკის კეთება, თუ ფორა ნაციონალურ მოძრაობას და წინასწარ წაგებული თამაში? თამაში რომლის შედეგიც წინასწარ ასე განისაზღვრა:
ნაც. მოძრაობა - პირველი ადგილი და კვლავ მართვის სადავეები მათ ხელშია;
ბიძინა ივანიშვილი - მეორე ადგილი და ოპოზიციის გაზრდილი დოზა პარლამენტში.
და აი, საბოლოო შედეგიც:
„ეს კიდევ ერთი დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია“
ბოლოს კი ვისურვებდი, რომ ეს მართლაც დილეტანტის, მაგრამ გულწრფელი ადამიანის ნაბიჯები იყოს, თუმცა რამდენად თავსებადია ერთმანეთთან 6,4 მილიარდი და დილეტანტი, ეს მეორე საკითხია...