როდესაც საქართველოში ჩატარებული გამოკვლევებს ზოგჯერ „შიშის რეიტინგებს“ უწოდებენ, აქედან კარგად ჩანს საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილში დასადგურებული განცდა - შიში. ფსიქოლოგიის პროფესორ მარინა ჩიტაშვილთან საუბარი NDI-ის კვლევების შეფასებით დავიწყეთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა:
- ეს კვლევა აღწერს რას ამბობენ ადამიანები გამოკითხვისას, მაგრამ ეს კვლევა არ აღწერს რას ფიქრობენ ეს ადამიანები და როგორ მოიქცევიან კონკრეტულ შემთხვევაში. თუ ქვეყანა დემოკრატიულია და ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დაცული, მოქალაქეს არანაირი პრობლემა არ აქვს საჯაროდ განაცხადოს თავისი მოსაზრება. ასეთ ქვეყანაში ადამიანები რასაც ამბობენ, ალბათ, ასევე ფიქრობენ და ასევე მოიქცევიან, მაგრამ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან აგებული სამართლებრივ პრინციპზე, სადაც არ არის დამოუკიდებელო სასამართლო და არ არის დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი, კვლევები ადასტურებენ იმას, რას ამბობენ ადამიანები და არ აჩვენებენ იმას, თუ რას ფიქრობენ და როგორ იქცევიან. ამ კვლევაში იყო ბევრი ისეთი კითხვა, რომლის პასუხიც არ ბადებს ეჭვს. ზოგჯერ, ადამიანი რაღაცას ამბობს იმის გამო, რომ ეს სოციალურად სასურველი პასუხია. ადამიანს უნდა მისმა გამომკითხველმა მიიღოს ის პასუხი, რომელიც იმ მომენტში საზოგადოებისათვის ყველაზე მისაღებია. ვინმეს გამოკითხვა რომ ჩაეტარებინა რევოლუციამდელ ლიბიაში, დარწუმებული ვარ, რომ მუამარ კადაფის ძალიან მაღალი რეიტინგი ექნებიდა. ეს მართლაც მის მაღალ მხარდაჭერაზე კი არ მინიშნებს, არამედ იმაზე, რომ ქვეყანებში, სადაც დემოკრატიულობის ხარისხი მაღალი არ არის, ადამიანები ამბობენ იმას, რაც სასურველი პასუხია.
ეს განპირობებულია შიშით, რომ გულახდილი პასუხი ადამიანს დააზიანებს?
- რა თქმა უნდა. საქართველოს მოქალაქეები ამ გამოკითხვაში ფაქტების კონსტატაციას ახედენენ, როდესაც პასუხობენ რომ არ აქვთ სამსახური, არ აქვთ შემოსავალი, მაგრამ როდესაც მათ ეკითხებიან - ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის თუ არა, პასუხობენ - დიახ. ამ შემთხევაში ჩნდება კითხვა, - თუ ადამიანს არ აქვს სამსახური, არ აქვს შემოსავალი და მისი სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, როგორ მიდის ქვეყანა სწორი გზით?
როდესაც ამ გამოკითხვით საქართველოს მოსახლეობის 70%-მა მხარიდაუჭირა ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენას,ხელისუფლების ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა: ხალხს უნდა, რომივანიშვილი გავიდეს არჩევნებზე და იქ გამოუტანოს მას განაჩენიო, ამ ახსნაშიხედავთ ლოგიკას?
- არ მიყვარს ჩემი პროფესიის გამოყენება ასეთ შემთხევაში... ფსიქოლოგიაში დაცვითი მექანიზმების აღწერის დროს საუბარია რაციონალიზაციაზე. როდესაც ადამიანს არ შეუძლია დაინახოს რეალობა და თავისი წარმოდგენები აქვს რეალობაზე, ის ნებისმიერი არადასაბუთებული დასკვნის გაკეთებით ცდილობს დაასაბუთოს თავისი წარმოდგენა რეალობაზე. თუკი პარალმეტის წევრი ასე ფიქრობს, მაშინ ყველაზე კარგი გამოსავალი ხელისუფლებისთვის ისაა, რომ მისცენ ივანიშვილს მოქალაქეობა და ის არჩევნებში დამარცხდება. რად უნდა ამდენი იწილო-ბიწილო მისი მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტას?
პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ კრიტიკული შეფასებებიგააკეთა ელჩების მისამართით. თქვა, რომ საელჩოებში საქართველოსმოქალაქეებს ზემოდან უყურებენ. პარლამენტის წევრმა ასევე კრიტიკულიშეფასებები გააკეთა აშშ-ის ელჩის მისამართით.
- ეს არ არის პირველი შემთხევა, როდესაც ხელისუფლება არ მიჰყვება თავისსავე გაცხადებულ ლოგიკას. პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტი გვეუბნებოდა, რომ დავუახლოვდით ევროკავშირს და სავიზო რეჟიმი ძალიან მარტივი იქნება. იმის შემდეგ, რაც კონტროლის პალატამ დაიწყო სადამსჯელო ოპერაციების განხორციელება და დასავლურმა დემოკრატიამ ელჩების სახით გამოაცხადა, ეს
არასწორიაო, უეცრად აღმოჩნდა, რომ ეს ელჩები ზემოდან გვიყურებენ. ეს ორი განცხადება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ნაციონალური არხების შემხედვარე ხელისუფლება ეტყობა ჩვენს მოსახლეობაზე ფიქრობს - რაგან ესენი სერიალებს უყურებენ, ყველას ამ სერიალებში ნაჩვენები ამნეზია სჭირს და ვერ დაიმახსოვრებენ ერთხელ რა ვთქვით და მეორედ რასაც გვინდა, იმას ვიტყვითო, ან თვითონვე გახდნენ სერიალების გმირები, ან კიდევ ეს არის სრული დაუცველობა ხელისუფლებისა, რომელსაც ეგონა, რომ დასავლეთი უპირობოდ დაუჭერდა მხარს.
დასავლეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ მხარს უჭერდა ქვეყანას და არა კონკრეტულ პიროვნებას, რომ მხარს უჭერდა ხელისუფლებას, რომელიც ცდილობდა ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. მაშინ, როდესაც ხელისუფლება არა დაიცავს იმ ძირითად ღირებულებებს, რის გამოც დასავლეთი ეხმარება, დასავლეთი დადგება ღირებულებების მხარეს. თუკი რომელიმე ქვეყანაში არ იქნება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, დასავლეთი თავისი ღირებულებეიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერს. ის ვერ ჩაერევა მის საქმეებში, მაგრამ თავის აზრს გამოთქვამს, რაც გააკეთეს კიდეც. ამ აზრის გამოთქმამ კი საქართველოს ხელისუფლებას სწრაფად დაავიწყა, რომ დასავლეთი კარგია.
პრეზიდენტ ობამასთან სააკაშვილის შეხვედრის დროს გარკვევით ითქვა, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ აშშ დააკვირდება მისი სტრატეგიული პარტნიორი ატარებს თუ არა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. პრეზიდენტ ობამას წარმომადგენელი საქართველოშია არის ჯონ ბასი, რომელმაც დაინახა რა, რომ ქვეყანაში უკვე ირღვევა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებობის პრინციპები, ამის შესახებ განაცხადა. რა არის ამაში არათანმიმდევრული? ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ნატოს წარმომადგელებმაც, ვინც აქ იყო ჩამოსული, ყველამ თქვა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ელოდებიან.
როდესაც ვხედავთ კონტროლის პალატის ქმდებებს, როდესაც ირაკლიალასანია ლაპარაკობს შეიარაღებულ ფორმირებებზე, ეს ფონი რამდენადმეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება?
- თქვენს კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ - ხელისუფლება არ აპირებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე არ მგონია ბატონ ალასანიას, გაეკეთებინა ისეთი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც არ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული.
ირაკლი ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილი ისტერიაშია. თქვენ რას ფიქრობთმის მდგომარეობაზე?
- ალასანია პოლიტიკოსია და შეუძლია ასეთი შეფასება გააკეთოს, მაგრამ მე ფსიქოლოგიის პროფესორს არაეთიკურად მიმაჩნია ინტერვიუს დროს ამა თუ იმ პიროვნებაზე შეფასება გავაკეთო მისი თანხმობის გარეშე. ხელისუფლების ქცევა, შექმნილი ახალი ინსტიტუტები, გახორციელებული თავნებობა, ადამიანების დაუცველობა, არასამართლებრივი გარემო, არადამოუკიდებელი სასამართლო და ბატონი ივანიშვილისთვის შეჩერებული მოქალაქეობა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ამ გუნდს არ სურს წავიდეს ხელისუფლებიდან. ისინი ხედავენ საშიშროებას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, ვეღარ მოვლენ კონსტიტუციური უმრავლესობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აღარ ექნებათ გარანტირებული ქვეყანა თავის ჭკუაზე მართონ.
სააკაშვილის განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებს არჩევნებში„ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებისთვის, რამდენად აჩვენებს, რომპრეზიდენტი განწყობილია თავისუფალი და სამართალიანა არჩევნებისჩაატაროს?
- ძალიან კარგად დასვით კითხვა. სააკაშვილს რომ ეთქვა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროო, ეს იქნებოდა ერთი განცხადება და მეორეა გაცხადება - ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვოსო. სულ მახსენდება ორუელის „ცხოველთა ფერმა“. როდესაც ცხოველებმა ყველა ის ცნება წაშალეს, რომლითაც დაიწყეს თავის სამყაროს აშენება და ბოლოს თქვეს - ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორიაო. ცხოველთა სამყაროსაგან განსხვავებით, ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ.
„ცხოველთა ფერმასთან“ ანალოგიებს ბევრი ხედავს ჩვენს დღევანდელ ყოფაში.
- არც არის გასაკვირი, ორუელმა პოლიტიკური სატირა დაწერა და ასეთი პოლიტიკური სატირა განხორციელდება ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის პრინციპებით არ იმართება. ამის გამო მეორდება იქ ასახული პროცესები ჩვენს რეალობაში.
მესმის შეფასებები - „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მხარდამჭერები ვერდაიცვაო. ხშირად არის განსჯა, რამდენად სწორი ტაქტიკა აირჩია ბიძინაივანიშვილმა?
- მე ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა პროტაგონისტი, რომელიც იტყოდა, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობა არ აღუდგენიათ და რა უფლებით ატარებს პოლიტიკასთან მიახლოებულ საქმიანობასო. გასულ კვირას ასეთები გამოჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით და პავლე კუბლაშვილმაც განაცხდა, ივანიშვილს მოქალაქეობა არ აქვს და პოლიტიკური აქტივობა არ შეუძლიაო. ძნელად წარმომიდგენია, რომ ბატონმა ივანიშვილმა ჩემზე უკეთ არ დაითვალა, რამდენად აქტიურად წარმართოს პოლიტიკური აქტივობა. მას თავისუფლად შეიძლება უთხრან, რომ კონსტიტუციას არღვევს, რადგან ჯერ სასამართლო არ შემდგარა და გადაწყვეტილება არ გამოუტანია, მისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე. ივანიშვილის ხელ-ფეხი დღეს საკმაოდ შეკრული აქვს. პოლიტიკური კოალიციის პრეზენტაციაც საკმაოდ სარისკო ნაბიჯი იყო. ხელისუფლებას შეეძლო შედავება, - პოლიტიკური კოალიცია ჩამოაყალიბა ადამიანმა, რომელსაც ჯერ მოქალაქეობაც არ აქვს აღდგენილიო.
ანუ შეიძლება ხვალ ამაზეც შეედავონ?
- ზუსტად მაგას ველოდები და როდესაც ხელისუფლება ამას იტყვის, მაშინ გასაგები გახდება, რატომაც არ არის ივანიშვილი მეტად აქტიური. რაც შეეხება მომხრეების დაცვას, ივანიშვილი ვფიქრობ, კვლავ გადაუხდის იურისტებს ფულს, რომ დააფიქსირონ ყველა შემთხვევა, როდესაც ოპოზიციური პარტიების მომხრეები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან. სხვანაირად როგორ დაიცვას მომხრეები, ქუჩაში დადგეს? სწორედ ასეთი პროვოცირების მცდელობა ჰქონდა ხელისუფლებას, რომ კოალიცია აღშფოთებულიყო და ქუჩაში გასულიყო. ბატონი ივანიშვილი მილიარდერია და შესაძლოა, მისთვის არაფერს ნიშავს, რომ მას არაფრის გამო 200 მილიონით აჯარიმებენ, მაგრამ ეს 200 მილიონი ალბათ, დიდი წარამატებით მოხმარდება „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას. საქართველო უცნაური ქვეყანაა, სადაც ოპოზიციის ცენტრალური ფიგურა აფინანსებს თავის გუნდსაც და მმართველ პოლიტიკურ ძალასაც. როდესაც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვა იქნება სასამართლოზე, მას შეიძლება წამოაყვედრონ, რომ მეთოდურად არღვევს კანონს. შეიძლება ეს განზრახვაც იდოს მის ხშირ დაჯარიმებაში.
აშშ-ის სენატში განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნები ლაკმუსისქაღალდი იქნება ნატოში საქართველოს სწარფვის საჩვენებლად. რაკი საკითხიასე დაისვა, ელით რომ ხელისუფლება იფიქრებს საქართველო არ შეაფერხოსამ გზაზე?
- თუ საქართველოს ხელისუფლება ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელშიც ის დასჯერდება 10%-ანი ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენებას (ჩვენი ტიპის ქვეყნებში სტადარტული ზედა ზღვარი ეს არის), ასეთ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ მას ჰქონია სურვილი, ეს ქვეყანა განვითარდეს, მაგრამ თუკი ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს, არ შექნის წინაპირობას, რომ ყველა მოთამაშეს თანაბარი პირობები ჰქონდეს, მაშინ გამოჩნდება, რომ საკუთარი თავი უყვართ და არა ქვეყანა. ჩვენ ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება და როგორც მუბარაქის მმართველობის დროს იყო 30-წლიანი საგანგებო რეჟიმი, შეიძლება ესეც კი დაგვიწესონ.
შეიძლება ადმიანები დააშინო, მაგრამ ისეც არ უნდა გააკეთო, როგორც სულხან-საბას იგავშია, როდესაც მეფეს ვეზირმა უთხრა, ორჯერ რომ ავკრიფე ხარკი, ხალხი მწყევლიდა, მესამედაც რომ ჩამოვიარე ხარკის ასაკრეფად, ხალხი იცინოდაო. ასეთ დროს ხელისუფალი იმას მაინც უნდა მიხვდეს, რომ ან თვითონ წავიდეს, ან ხარკი აღარ მოითხოვოს.
ქართველი ხალხი უკვე მივიდა „სიცილამდე“?
- თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ - დიახ. ეს ხელისუფლება თუ არ წავიდა, უნდა ველოდოთ რეპრესიების გატარებას და ღარიბი საზოგადოების სოციალურ ბუნტს. საუკეთესო გამოსავალი ამ ვითარებიდან არის, რომ ხელისუფლებამ ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომლის შედეგადაც იმაზე უკეთესი წარმომადგენლობა მაინც იქნება პარლამეტში, ვიდრე დღეს არის და ახალმა მთავრობამ იზრუნოს, რომ ქვეყანაში სოციალური ბუნტი არ მოხდეს, რომ ადამიანებს მიეცეთ თანაბარი პირობები და წვდომა რესურსების მიმართ.
ჩვენ გამოვძვერით სიტუაციდან, როდესაც სამოქალაქო ომმა პირქვე დაგვცა. ეს გადავიტანეთ, რადგან ქვეყანაში დაგროვილი რესურსი იყო, მაგრამ ახლა ხალხს რესურსი აღარ აქვს. ხელისუფლება აყვავებულ ქვეყანაზე გველაპარაკება და ამ დროს ტელევიზიით აჩვენებენ საქველმოქმედო აქციას, სადაც ეკრანიდან გვესმის: 6 დედმამიშვილი ვართ და 3 წყვილი ფეხსაცმელი გვაქვსო. ამ ქვეყანაში არსებულ კეთილდღეობაზე დამთავრებულია უკვე ლაპარაკი. გაიხსენეთ, 1992 წლის მშრალი ხიდის ბაზარზე როგორი ძვირფასი ნივთები იყიდებოდა ჩალის ფასად, შეადარეთ დღეს მშრალ ხიდზე გამოტანილი ნივთები და მიხვდებით არსებობს თუ არა ქვეყნაში დღეს რესურსი.