ბიძინა ივანიშვილისა და მურმან დუმბაძის შეხვედრის დეტალები

ბიძინა ივანიშვილისა და მურმან დუმბაძის შეხვედრის დეტალები

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარეს, მურმან დუმბაძეს. ამ შეხვედრას სოზარ სუბარიც ესწრებოდა. ეს ინფორმაცია presage.tv-მ მურმან დუმბაძისგან შეიტყო.

მურმან დუმბაძეშეხვედრა სოლოლაკის რეზიდენციაში, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა.

ერთი ერთზე შევხდით თქვენ და ივანიშვილი?

- შეხვედრას, რომელიც საათნახევარზე მეტი გაგრძელდა, სოზარ სუბარი ესწრებოდა.

რაზე შეთანხმდით?

- უპირველესად მინდა გითხრათ იმ შთაბეჭდილებაზე, რომელიც ამ ადამიანმა დატოვა - ეს კაცი სულაც არ ჰგავს ყველაზე წარმატებულ ქართველ ბიზნესმენს. ის არის ერთი ჩვეულებრივი, უბრალო, გულწრფელი და პირდაპირი ქართველი.

მან მადლობა გადამიხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან, ანუ 2011 წლის 6 ოქტომბრიდან გამოვხატავდი. ყველა განცხადება, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე და განსაკუთრებით მისი პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ გავაკეთე, მას დასტა-დასტა უწყვია და წაკითხული აქვს. ანუ უნდა ვთქვათ, რომ ის უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს.

შევთანხმდით, რომ პარტიული სტრუქტურების მშენებლობის საქმეში, არა მარტო ბათუმში, არამედ აჭარის რეგიონის მასშტაბით (რაც ბუნებრივია, კოალიციურ რეჟიმსაც გულისხმობს), პირადად მე და ჩვენი ორგანიზაცია - „ემსახურე საქართველოს“ ვკისრულობთ უზარმაზარ პასუხისმგებლობას, რათა შემოდგომაზე ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება.

რა სტატუსით ითანამშრომლებთ ბიძინა ივანიშვილთან?

- ეს სტატუსი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როგორც პარტიული სტრუქტურის მშენებლობაში, ასევე კოალიციურ რეჟიმთან, იგივე პოლიტიკურ ალიანსთან ერთად ბრძოლა იმისათვის, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მოვიგოთ.

რას ნიშნავს ერთად ბრძოლა - თქვენ გექნებათ იგივე სტატუსირაც აქვსმაგალითად ზვიად ძიძიგურსთუ ორგანიზაციულად ერთიანდებით „ქართულოცნებასთან“?

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ბიძინა ივანიშვილის პარტიული სტრუქტურების მშენებლობა და პოლიტიკურ ალიანსთან ერთად მუშაობა გადაუდებელი საქმეა, რაშიც მან ჩემი და ჩემი ორგანიზაციის შესაძლებლობა კარგად დაინახა და მე მას ამ პასუხისმგებლობის აღებაზე შევუთანხმდი. სწორედ ამ მისიით ხვალ ბათუმში ვბრუნდები.

ისაუბრეთ თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში .. „აზიზიეს მეჩეთის“ აშენების ირგვლივ?

- სულთან აბდულ აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ჩვენს პოზიციასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია.

როგორ აპირებთ რესპუბლიკელებთან თანამშრომლობას?

- ჩვენ შევთანხმდით, რომ არა მარტო „რესპუბლიკურ პარტიასთან“, არამედ კოალიციის ნებისმიერ სუბიექტთან ვიმუშავებთ სინქრონულ რეჟიმში, იმისათვის, რომ ოქტომბერში ძალიან გაგვიადვილდეს მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ დამარცხება.

თქვენ უხელმძღანელებთ „ქართულ ოცნებას“ აჭარაში?

- თანამშრომლობა ოფიციალურად, ქაღალდზე არ გაგვიფორმებია. სტატუსები, მაჟორიტარული სისტემები, ოფისები და ასე შემდეგ, მეორეხარისხოვანი, ტექნიკური და ამავდროულად, ადვილად გადასაწყვეტი საკითხებია.

ისაუბრეთ ბათუმისქობულეთისხელვაჩაურისშუახევისქედასხულოსმაჟორიტარობის კანდიდატებზე?

- ამ თემებს ბუნებრივია, შევეხეთ, მაგრამ ახლა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს მხოლოდ ვერსიების დონეზეა. შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენგან წამოსულ აზრს, პოზიციას გაითვალისწინებს, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ალიანსი.