ბრიფინგი “ქართულ ოცნებაში”

ბრიფინგი “ქართულ ოცნებაში”

დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ადვოკატმა ეკა ბესელიამ ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს ხელისუფლების მხრიდან ზაზა კობახიძის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის შესახებ არსებული მასალები გააცნო. 

ზაზა კობახიძე დააკავეს 2011 წლის 6 ნოემბერს. მმას ბრალად წარედგინა 236-ე მუხლის ჳ და ჳჳ ნაწილების დარღვევა (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება). ზაზა კობახიძე დააკავეს საცხოვრებელ სახლთან, როდესაც იგი მცირეწლოვან შვილთან ერთად სამების ტაძარში კობახიძეების გვარის დალოცვაზე მიდიოდა.

რაც შეეხება მოტივსა და მიზანს, თავად ზაზა კობახიძის დაკავება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის დისშვილთან, კობა კობიაშვილთან ახლო მეგობრობას. მათი შვილები ერთად დადიოდნენ ფეხბურთზე და კვირის განმავლობაში ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ზაზა კობახიძე იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და კობა კობიაშვილთან ურთიერთობა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ საფრთხის შემცველად მიიჩნია. 

მოსამართლემ დაცვის მხარეს არ დაუკმაყოფილა მნიშვნელოვანი შუამდგომლობები, რათა დაცვის მხარის მოწმეები დაკითხულიყვნენ სასამართლო პროცესზე.

მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ 3 პოლიციელის ჩვენებას, რომლებმაც დააკავეს ზ. კობახიძე და მხოლოდ ამ მიკერძოებულ მტკიცებულებზე დაყრდნობით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი კობახიძის მიმართ. მას სასჯელის სახედ განესაზღვრა 4 წლით თვისუფლების აღკვეთა.

ამჟამად, დაცვის მხარემ სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, სადაც ითხოვს უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას და მსჯავრდებულის გათავისუფლებას.