ანდრეი პიანტკოვსკი: აფთრების დღე

ანდრეი პიანტკოვსკი: აფთრების დღე

რელიგიური ფანატის, სანტორუმის მოულოდნელი ორმაგი გამარჯვება ამერიკის სამხრეთ შტატებში, რესპუბლიკური პრაიმერის დროს, ზომიერ, მაგრამ მოსაწყენ რომნიზე, ბევრ რამეს ცვლის და არა მხოლოდ აშშ-ს შიდაპოლიტიკურ ძალთა განლაგებაში . იმ შემთხვევაშიც კი, აგვისტოში დაგეგმილ ყრილობაზე რომნი არითმეტიკულ უპირატესობას თუ  შეინარჩუნებს, პრაიმერიდან ის გამოვა დასუსტებული და არადამაჯერებელი კანდიდატი.

რესპუბლიკელ კანდიდატთან შედარებით ობამას გამარჯვების შანსები ყველა შემთხვევაში გაიზრდება. ბუკმეკერები რომნისთან მის შეანსებს 60 პროცენტით აფასებენ,. ხოლოი სანტორუმის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

მაგრამ არსებობს ქვეყანა სადაც ამ პროცესს აკვირდებიან გაცილებით მეტი ყურადღებით, ვიდრე თავად ამერიკაში

ისრაელი საკუთარი ისტორიაიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტს უახლოვდება. ის ვერასდროს შეურიგდება ატომურ იარაღს ირანელი აიათოლების ხელში. ისრაელის ეს პოზიცია რამდენჯერაც არ უნდა დავგმოთ, მაშინ ვიკითხოთ რას იზამდა მის ადგილზე ნებისმიერი სახელმწიფო, რომლის მიმართ მეზობელი ქვეყნის ლიდერები აკეთებენ განცხადებებს, რომ ის უნდა მოიკვეთოს როგორც „კიბოთი დაავადებული სიმსივნე“ (აიათოლა ჰომინეი), ან კიდევ რასაც ამბობს „ზომიერი ლიბერალი“ რაფსანჯანი - „ახლო აღმოსავლეთის მუსლიმური სხეულიდან ის უნდა გადმოვარწყიოთო“.

იმ წერტილამდე, რომლის შემდეგ ატომური იარაღის შექმნის პროცესი ირანის მიერ შეუქცევადი გახდება, დაახლოებით ერთი წელი დარჩა. ისრაელი მზად იქნებოდა დაეცადა თეთრ სახლში რესპუბლიკელი კანდიდატის გამოჩენამდე, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნებოდა აშშ არა მხოლოდ კეთილგანწყობილი ყოფილიყო ისრაელის აქციის მიმართ, არამედ თვითონ ჩაერთვებოდა ამ ოპერაციაში, რაც გაცილებით გაზრდიდა მის ეფექტურობას. მაგრამ ობამას ისრაელი არ ენდობა და ამის საფუძველიც აქვს. ჰიპი დედის, თავისი სულიერი მამის, შავი რასისტი პასტორ რაიტის და რადიკალი მემარცხენე ჰარვარდის პროფესორების მიერ აღზრდილი ბარაკ ჰუსეინ ობამა მოვიდა თეთრ სახლში მტკიცედ დარწმუნებული იმპერიალისტური ამერიკის დანაშაულში  მსოფლიოს დაჩაგრული ერების მიმართ.

ასეთი აზრებით როგორ მუშაობს ის „ოჩისტკაში“?- შეგეძლოთ გეკითხათ ბულგაკოვის გმირის სიტყვებით. ასევე მუშაობს, ახდენს რა  იდეოლოგიური მისწრაფებების მოდერირებას

თავისი როლითა და ფუნქციით განპირორებული  ამერიკული ისტებლიშმენტის შიგნით.  

ირანის ატომური იარაღი ალბათ არ იწვევს მასში დიდ აღფრთოვანებას, მაგრამ როგორც ამერიკელების უმრავლესობა, ისიც ფიქრობს, რომ ამერიკელები შეიძლება შეეჩვიონ არსებულ სიტუაციას, ისევე როგორც ისწავლეს ცხოვრება ატომურ სსრკ-სთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან. მათ ხომ არ უპირებენ ამოკვეთას?

 ისრაელის პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე, მან გააკეთა ყველაფერი, რომ დაერწმუნებინა იგი, მიეცა შესაძლებლობა ემუშავათ დიპლომატიური კუთხით და არ დაერტყათ ირანისთვის 2012წლის 6 ნოემბრამდე. ისრაელი მზადაა დაელოდოს 6 ნოემბერს, უფრო მეტიც, ის ამას აუცილებლად გააკეთებს, თუ დარწმუნებული იქნება რესპუბლიკელების გამარჯვებაში.

ობამას გადარჩევის პერსპექტივა მკვეთრად ცვლის შემდგომი მოვლენების კალენდარს. როგორც კი ეს ტენდენცია იქნება გამოკვეთილი, ისრაელი მიიღებს გადაწყვეტილებას დაბომბოს ირანი 6 ნოემბრამდე, უფრო ზუსტად სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში. საარჩევნო კამპანიის პიკში ობამას არ ექნება უფლება არ გაითვალისწინოს ამერიკაში გავლენიანი ებრაული ლობის აზრები, რომლებიც ტრადიციულად მხარს უჭერენ დემოკრატებს არჩევნებზე. ამერიკა არ მიიღებს მონაწილეობას ირანის ატომურ ობიექტებზე პირველ დარტყმაში, მაგრამ გაუწევს მხარდაჭერას ისრაელს, მათ შორის სამხედრო და იმ დრამატულ სიტუაციაში რომელიც წარმოიშვება დაუყოვნებლივ პირველი დარტყმის შემდგომ. ობამა, მეორედ არჩევის შემთხვევაში იქნება მეტად თავშეკავებული ისრაელისათვის დახმარების გაწევის კუთხით.

ყურადღებით აკვირდებოდა პრაიმერის მსვლელობას კონკრეტული ნავთობმოვაჭრე ბიჭი შორეულ მოსკოვში - განგრენა, ელამი, ჯარისკაცი და მიხეილ ივანიჩი. ბიჭებს კარგად ესმოდათ, რა მიმართულების იქნება მსოფლიო სააგენტოების  საბირჟო შეტყობინებები  კონკრეტულ X დღეს. 

140! დიდი ტერაქტი იერუსალიმის ცენტრში. 170! 190! ირანმა განახორციელა სარაკეტო დარტყმა საუდის არაბეთის სანავთობო პლატფორმებზე. 220! 240! ორმუზის ყურე ჩაკეტილია. ბარელი ნავთობი 280 დოლარი!

ეს დღე  როგორმე რომ მოსულიყო, ამაზე ზრუნავდნენ ისინი. გადასცემდნენ ირანს ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიებს, 10 წელი იცავდნენ ირანს უშიშროების საბჭოში, აგდებდნენ რა ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებდა მკაცრ სანქციებს და რომლებსაც შეეძლოთ შეეჩერებინათ ირანის  ატომური პროექტი და ბოლოს, დაიდო ირანთან ხელშეკრულებები ანტისარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებების მიყიდვაზე. ბოლო ნაბიჯი პირდაპირ უბიძგებდა ისრაელს მოქმედებისაკენ: კომპლექსი C-300-ის განთავსებით ირანის ატომური ობიექტების გარშემო გაცილებით რთულდებოდა.

მაგრამ სისტემების მიწოდებაში მაშინვე წარმოიშვა შეფერხებები. მოარული ხმებით, რაღაც „ატკატების“ მოცულობის შეუთანხმელობის გამო, რაღაც გროშები - სამაგიეროდ ისრაელს მიეცა შესაძლებლობა, რომ ყველაფერი ნებისმიერ მომენტში დამთავრებულიყო. თამაშის ფსონი კი შეადგენდა ათეულ, ასეულ მილიარდ ნავთობდოლარს, 5-6 კაცზე. რაც მთავარია, ამ 5-6 შესანიშნავ ადამიანს მიაჩნია რომ მუდმივად დარჩებიან ხელისუფლებაში. ან ყოველ შემთხვევაში, ისინი ასე თვლიან.

კრემლის დივიდენდები არ შემოიფარგლება მხოლოდ საომარი მოქმედებების შედეგად გამოწვეული ნავთობზე მაღალი ფასებით. იხსნება სხვა თავბრუდამხვევი პერსპექტივები.

ძალიან ნიშანდობლივია გამოჟონილი ინფორმაციისა და სიგნალების ტალღა, რომელიც წამოვიდა რუსეთის უმაღლესი დიპლომატიური და სამხედრო წრეებიდან.

 

 

ანდრეი პიანტკოვსკის სტატია გამოქვეყნებულია საიტზე www.kasparov.ru