გამოკითხვის ერთადერთი შედეგი, რომელსაც საბოლოო ჯამში ითვალისწინებენ, არჩევენების დღეს დგება. თუმცა, არჩევნების გამოცდილი გამყალბებლებისთვის, ეს დამღუპველი რჩევაა. საარჩევნო დღეს უკვე ძალიან გვიანია. თუკი გადაწყვეტილი გაქვთ ოპონენტი ამომრჩევლები გატყიპოთ, საარჩევნო ყუთების ბიულეტინებით გამოტენოთ და შედეგები შეაკოწიწოთ, ამისთვის ვიღაც სადღაც აუცილებლად გიჩივლებთ. უცხოელი აბეზარი დამკვირვებლები გაგაკრიტიკებენ, მასები განრისხდებიან და თქვენი რეპუტაცია შეილახება.
თანაც, ამის აუცილებლობა არ არის. თუკი თქვენ წინასწარვე ჩაიფიქრეთ კენჭისყრის გაყალბება, შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი არჩევნები, როდესაც გარედან ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება და იმავდროულად თქვენთვის სასურველი შედეგებიც გარანტირებულია. და ამას ვერავინ გააპროტესტებს. მთავარი საიდუმლო წესების დაცვაა, წესების, რომლებსაც თავად აწესებთ.
ყველაფერი ტელევიზიებით იწყება, რომელიც ამომრჩევლების (განსაკუთრებით ღარიბებისა და ნაკლებ განათლებულების) უმრავლესობისთვის მთავარი საინფორმაციო წყაროა. ნუ აკრძალავთ მათ სრულად – ეს თქვენ სუსტად წარმოგაჩენთ. აიტანეთ პატარა, ცუდად დაფინანსებული ოპოზიციური ტელეკომპანიები, მაგრამ დარწმუნდით იმაში, რომ თქვენ ან თქვენი მოკავშირეები ყველა წამყვან სატელევიზიო არხს აკონტროლებთ. სატელევიზიო „ახალი ამბები“ უნდა იუწყებოდნენ თქვენს წარმატებაზე, წარმოგაჩენდნენ როგორც სახელმწიფო მოღვაწეს, და შესაძლოა, როგორც ადამიანს, რომელიც სპორტით და კეთილი საქმეებით არის დაკავებული.
ეს ელექტორატის ცნობიერებაში თქვენ წამყვან ბრენდად გაქცევთ. თქვენმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ასევე უნდა ამხილოს ოპოზიციის უცხოური კავშირები, წარმოაჩინოს ისინი არალოიალურ და უცხო არსებებად. აქცენტი უნდა გაკეთდეს განხეთქილებებზე და ნებისმიერ პერსონალურ ფობიაზე (იმავდროულად, თქვენი პერსონალური ნაკლი უნდა დარჩეს სახელმწიფო საიდუმლოებად).
ეს აიოლებს მომდევნო საფეხურებს. ეგრედწოდებული „ჯერიმენდერინგი“ [1] საუკეთესო ტაქტიკაა. საპარლამენტო არჩევნებში, თქვენი ოპონენტების ამომრჩევლებს თავი ისეთ ადგილებში მოუყარეთ, სადაც მათი თავმოყრა უსაფრთხოა, მაგრამ იმავდრულად დარწმუნდით, რომ არასანდო საარჩევნო ოლქებში თქვენი მხარდამჭერების სიმრავლეა. ეჭვი თუ გეპარებათ, შეხედეთ როგორ ხდება ეს ამერიკაში. შემდეგ დაკავდით ამომრჩეველთა სიით: საჭიროა რეგისტრაციის პირობების გართულება ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც თქვენ არ მოსწონხართ. თქვენ შეგიძლიათ გათვლა გქონდეთ პატიმრების, არმიის ახალწვეულთა და სხვათა ხმებზე, ამიტომ დარწმუნდით, რომ ყველანი ისინი რეგისტრირებულნი არიან.
თქვენს ხელშია ასევე კანონები, რომელიც ვრცელდება პოლიტიკურ პარტიებზე: დაამძიმეთ ეს კანონები. ეს შეარყევს ოპოზიციის ენერგიას – და თუკი ისინი ერთ შეცდომას მაინც დაუშვებენ, თქვენ ყოველთვის შეძლებთ მათი კანდიდატის ამოშლას საარჩევნო ბიულეტენიდან. თქვენი პარტია კი გააკონტროლებს ძლევამოსილ ბიუროკრატიულ აპარატს და აღნიშნულ პირობებს იოლად დააკმაყოფილებს. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ასევე რამდენიმე საკუთარი, სხვადასხვა გემოვნების სატელიტი ოპოზიციური პარტია. ისინი თქვენი რეალური კონკურენტებისგან ყურადღებას გადაიტანენ.
არჩევნების დღეს, თქვენ ქვეყანაში ზოგიერთი უცხოელი დამკვირვებელი უნდა დაუშვათ. გაამარტივეთ ეს მათთვის, ვისი მოწვევაც უფრო მართებულია (თქვენი იდეოლოგიური თანამოაზრეებისთვის სხვა ავტოკრატიული რეჟიმებიდან). შეიძლება აბეზარი და პედანტი დასავლელებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ მხოლოდ ბოლო მომენტში, ასე რომ მათ ორგანიზებისთვის ცოტა დრო ექნებათ. მოახდინეთ ადგილობრივი დამკვირვებლების დისკრდიტაცია და მონათლედ ისინი უცხოეთიდან დაფინანსებულებად და მიკერძოებულებად. გამოაცხადეთ თქვენი ფანების ვერდიქტზე სახლში: ეს გაანელებს იმ უცხოელთა პრეტენზიებს, რომლებზეც თქვენს ტელევიზიებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ მათი საიდუმლო მიზანი თქვენი ქვეყნის დისკრედიტაციაა.
სისულელე და აბსურდი
კამპანიაზე განსაკუთრებულად დიდ დროს ნუ დახარჯავთ. ყველაფერი, გარდა დაუგეგმავი ტრიუმფალური მიტინგისა, რიგით პოლიტიკოსად წარმოგაჩენთ. პირიქით, თქვით, რომ ძალიან დაკავებული ხართ სახელმწიფოს საქმეებზე ფიქრით, ოღონდ დარწმუნდით, რომ კამერები ასეთ დროსაც თქვენს გვერდით არიან.
არჩევნების დღეს დაარიგეთ უფასო საკვები და სასმელი ღარიბებით დასახლებულ მიდამოებში. იმ ადგილებში კი, სადაც თქვენ ხმას არ მოგცემენ, საარჩევნო უბნები გვიან გახსენით და ადრე დაკეტეთ. თუ საჭირო გახდა , მათ მათ შეიძლება ბიულეტენებიც გამოელიოთ. დიდი რიგები დაკავებულ ადამიანებს აფრთხობს.
თავის დაზღვევის მიზნით, დარწმუნდით, რომ შედეგების გაყალბებაც შეგიძლიათ. ელექტრონული სისტემა, რომელიც ერთი შეხედვით უსაფრთხოა, მაგრამ სინამდვილეში ხელმისაწვდომი, საამისოდ იდეალურია. თუკი საარჩევნო ყუთებს იყენებთ, დარწმუნდით, რომ ღამით შესაძლებელია მათი სწრაფად გადატანა ისეთ ადგილზე, სადაც, თუკი საქმე ცუდადაა, შეძლებთ ხმების დამატებას ან საჭიროებისამებრ გამოთვლას. თუკი გამოგიჭერენ, თქვით, რომ პროვოკატორები თქვენ დისკრედიტაციას ცდილობენ.
გამარჯვების შემთხვევაში, არც ერთი ეს რჩევა ქვეყნის მართვისთვის არ გამოგადგებათ. მაგრამ ვინ თქვა, რომ პოლიტიკა იოლი საქმეა?
[1] – „საარჩევნო გეოგრაფია“ (საარჩევნო ოლქების დაფარვა ისეთი შედეგების უზრუნველსაყოფად, რომელიც კონკრეტული პარტიისთვის არის ხელსაყრელი)
foreignpress.ge