„რატომ ხარ მარტოხელა დედა და ვის მოსწონდი სტუდენტობისას?“

„რატომ ხარ მარტოხელა დედა და ვის მოსწონდი სტუდენტობისას?“

გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ბრძოლა სულ უფრო დაუნდობელ სახელს იძენს. მარცხის რეალური საფრთხის წინაშე მდგარ ხელისუფლებას, კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქმედება აშკარად უჭირს. ოპოზიცია გაოგნებულია იმ სამარცხვინო და უკანონო მეთოდების გამო, რასაც მთავრობა მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ მიმართავს.

 

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ და  „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, თეა წულუკიანს „ქართული ოცნების“აქტივისტების მასობრივი დაკითხვების ფაქტის სამართლებრივი შეფასება უჭირს. მისი განცხადებით ამ მოვლენის შეფასება სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება:

 

„მოგელაძის უწყების მიერ ხალხის დაბარება პოლიტიკური ნიშნით, მათი დაშინებისთვის ხდება. ამ ადამიანებს იბარებენ, მაგრამ  საქმის წინასწარ გაცნობის, გონივრულ ვადებში ადვოკატის აყვანის და თავიანთი ახსნა განმარტების მოსამზადებლად საშუალებას არ აძლევენ. მოქალაქეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, როგორც პირადად მოგელაძის მხრიდან, ასევე ადგილობრივ დონეებზე გამგეობებში“.

 

მისივე თქმით, მათ მიერ დასმული შეკითხვები წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა და მას „ქართული ოცნების“ ფინანსურ საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს: „მაისურებს რომ არიგებ, საიდან აქვს დანაზოგი შენს ოჯახს, რატომ ხარ მარტოხელა დედა, ვის მოსწონდი სტუდენტობისას, მე ახლა შეკითხვების პირდაპირ ციტირებას ვახდენ“.

 

კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ ჩოხატაურში მოქალაქეებისგან ახსნა-განმარტების მიღებისას, უკანონო ქმედება განხორციელდა „საიას“ იურისტის მიმართ. აღსანიშავია ის გარემოება, რომ დაცვის თანამშრომლებმა სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით საიას წარმომადგენლები, ისევე როგორც დასაკითხი პირები შეუსაბამოდ მკაცრი კონტროლის მეთოდით გაჩხრიკეს. სამივე ადვოკატს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს; რაც ცალსახად შეურაცხმყოფელი ფორმებით ხორციელდებოდა.

 

საიას ადვოკატს, გია ქარცივაძეს ხელი შეეშალა უფლებამოსილების განხორციელებაში. კონტროლის პალატის წარმომადგენელმა გაგა ჩანქსელიანმა არ მისცა დასმული კითხვების ჩაწერის საშუალება. ცდილობდა ადვოკატის პროვოცირებას. პროცესში საიას იურისტი ახორციელებდა ერთ-ერთი დასაკითხი პირის წარმომადგენლობას. იურისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კითხვები დაახლოებით შემდეგი ფორმულირების იყო:

 

1. აქვს თუ არა თქვენს კოალიციას გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება საიასთან?

 

2. უხდით თუ არა საიას თანხას მომსახურებისათვის?

3. ძალიან გჭირდებათ თუ არა ადვოკატი?

4. ხომ არ დაფიქრდებოდით ადვოკატის საჭიროების აუცილებლობაზე?

5. რამდენი გაზეთი ჩამოდის? როდის? და როგორ ავრცელებთ მათ?

6. ანაზღაურებადია თუ არა გაზეთების გავრცელება?

7. განახორციელე თუ არა შეწირულობა?

8. რა ოდენობის შემოსავალი გაქვთ ოჯახში?

9. როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება?

10. სად იკრიბებით? და ვის ეკუთვნის შენობა, სადაც იკრიბებით?

11. იყო თუ არა დაპირება ხელმოწერების შეგროვების სანაცვლოდ?

12. ვინ წარმოადგენს მუნიციპალიტეტში თქვენს თანამოაზრეებს (კონკრეტული სახელი გვარების მითითებით)? და ა.შ.

 

„მიგვაჩნია, რომ საიას იურისტის გია ქარცივაძის წინააღმდეგ კონტროლის პალატის წარმომადგენელის - გაგა ჩანქსელიანის მიერ განხორციელდა ზეწოლა. მომხდარი ინციდენტის გამო იურისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა ადმინისტრაციული წარმოების პროცესი.

 

მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს დეტალურად შეისწავლონ და გამოიძიონ  კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების დაკითხვისას საიას იურისტის გია ქარცივაძის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედების ფაქტი“, – აცხადებენ ახალგაზრდა უფლებადამცველები.

 

მიმდინარე უკანონობებთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე შემდეგ განმარტებას აკეთებს: „საქმე პირდაპირ გვაქვს უფლებამოსილების გადამეტებასა და თანამდებობრივ დანაშაულთან... ახსნა-განმარტებაზე დაბარებულ ადამიანებს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვთ“.

 

ახლა კი გთავაზობთ იმ გამოხმაურებებს, რასაც ადგილი აქვს სოციალურ ქსელში კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ „გმირობებთან“ დაკავშირებით:

 

„სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, დიდი გამოცნობა არ უნდა სჭირდებოდეს...

რა უფლება ჰქონდათ ადვოკატისთვის ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ნაწილის გახდის?“;

„საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, რა ხდება ამ ქვეყანაში, მართლა და მართლა, სოფლის ორღობედ როგორ აქციეს ყველაფერი... არანაირი მორალი, წესი და კანონი არ არსებობს ამ ხალხისთვის!?“

„არსებობს, როგორ არ ასებობს –  მორალი - ფული; წესი - ფული და კანონი-ფული!“

„ეს ცისფერთვალება ვალკირია მოგელაძე სუფთა გერმანელი გესტაპოელი ქალია!“

„ზვიად ძიძიგურმაც მსგავსი კომენტარი გააკეთა...“

„რად უნდა მაგას ძიძიგური, ტელევიზორში რომ გამოდის ბავშვები ტირიან... სამივე ერთად“;

„მეც მაგრად მეშინია; ღამე მესიზმრება ხოლმე ტყავის შარვალში და გრძელი შოლტით ხელში“;

 

„და შენი თავი, რკინის „კრაოტზე“ მიბმული?“

 

„ჰო ეგ იაღლიში კი მოუვიდათ... ფული რეალურად გადარიცხული არ ყოფილა და ისე დააჯარიმეს“;

 

„სამარცხვინო, უკუღმართი, ამაზრზენი ხალხი; როდემდე შეიძლება ამათი მრუდე პოლიტიკის ატანა, ამ ქვეყანაში საერთოდ, ადამიანები ცხოვრობენ?!“

„გარყვნეს ახალგაზრდა თაობა; ისეთები ასწავლეს და ისე დააჯერეს, რომ სახიფათოები გახდნენ ძალიან; ასეთები მოგელაძეები ბევრნი არიან, ჩვენდა სამწუხაროდ“.