ისრაელმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძესთან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხს განიხილავენ

ისრაელმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძესთან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხს განიხილავენ

ისრაელის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისრაელში ვიზიტის დროს დავით ბაქრაძე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხს ოფიციალურად დააყანებს და ამ ინფრომაციას არალოგიკური უწოდა.

„ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული სიახლეები არ გვაქვს, ახალს ვერაფერს გეტყვით იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც არც ყოფილა და არც ამჟამად მიმდინარეობს.“-აღნიშნა 13 მარტს პრეს სპიკერმა იჰალ პალმორმა. ასეთი იყო მისი პასუხი   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის გუშინდელ განცხადებაზე.   

ამ ინფორმაციის კომენტირებისას, პორტალ IzRus-თან ისრაელის საგარეო საქმეთა  სამინისტროს რელიგიურ საქმეთა განყოფილების წარმომადგენელმა  ბჰიდჯ მანცურმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის განცხადება საერთოდა არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას.  ისრაელის სახელმწიფოს არა აქვს უფლება განკარგოს სხვისი საკუთრების ბედი. „ეს საკითხი ბერძნულ მართმადიდებლურ ეკლესიასთან უნდა შეათანხმონ, ჩვენ,  საერთოდ, რა შუაში ვართ.“- აცხადებს მანცური.