"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში მათ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის შეტანას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში მათ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის შეტანას ითხოვს.

საკითხი ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ დასვა და როგორც განმარტა, რეზოლუციის პროქტი პარლამენტის წევრების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისას უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების თანაბარ პირობებში ჩაყენებას ეხება.

მისი თქმით, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეებს 12 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა.

"სხვადასხვა დეპუტატზე თავდამსხმელების მიმართ მართლმსაჯულება არ შეიძლება შერჩევითი სამართლით ხორციელდებოდეს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პასუხად ბიუროს სხდომის წამყვანმა ზვიად ძიძიგურმა განმარტა, რომ რეზოლუციის პროექტის პლენარულ