გამოძიებამ პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი დაადგინა

გამოძიებამ პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი დაადგინა

გამოძიებამ პარიზში მომხდარი ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაადგინა. როგორც ფრანგული რადიოსადგური RTL იტყობინება, ის 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდია , რომელიც "ისლამურ სახელმწიფოში" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათი იყო.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, სწორედ აბაუდი კურირებდა ტერორისტების ქმედებებს 13 ნოემბერს. ის ბრიუსელის მოლენბეკის რაიონის მკვიდრია.

ღთL-ი იტყობინება, რომ თვითმკვლელი ტერორისტები აბაუდს ტელეფონით ესაუბრებოდნენ. ტერაქტების ორგანიზატორის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტები სირიაში დაიგეგმა. მან ასევე, ევროპაში ახალი თავდასხმები არ გამორიცხა.