"ენერგეტიკაში ხორციელდება ცვლილებები და ეს სამინისტროს თანამშრომლების დამსახურებაა"

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე–პრემიერის კახი კალაძის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკაში ხორციელდება ცვლილებები და ეს სამინისტროს თანამშრომლების დამსახურებაა და არა სამინისტროსი.

რუსულ გამოცემა „პერეტოკთან“ ინტერვიუში მინისტრმა ენერგეტიკის სამინისტროს სამი წლის მიღწევებზე ისაუბრა.

"არ იქნება სწორი ჩემს შედეგებზე ვისაუბრო. მუშაობას პირველ რიგში აფასებენ ექსპერტები, საზოგადოება, ჟურნალისტები. საქართველოს ენერგეტიკაში ხორციელდება ცვლილებები. მაგრამ ეს ჩვენი სამინისტროს თანამშრომლების დამსახურებაა და არა მარტო სამინისტროსი – კომპანიების, საწარმოების დიდი ჯგუფის, რომელსაც ჩვენ მთლიანობაში ვუწოდებთ საქართველოს ენერგოსექტორს. მთავარი ცვლილება არის – ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეები, რომლებმაც დაიწყეს მუშაობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ბოლო 3 წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში იქნა შეყვანილი 10 ჰიდროელექტროსადგური საერთო სიმძლავრით 157 მგვტ, მისი საინვესტიციო ღირებულებაა 264.4 მილიონი აშშ დოლარი და კომბინირებული ციკლის გარდაბნის თბოელექტროსადგური, სიმძლავრით 239 მგვტ. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ელექტროენერგეტიკის სიმძლავრე პრაქტიკულად 400 მგვტ–ით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეტია ვიდრე წინა 20 წლის განმავლობაში და ეს არ არის ზღვარი. ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი, რომლებიც მოცემულ მომენტში რეალიზაციის პროცესშია და მე დარწმუნებული ვარ, გაშვებული იქნება ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში", - აღნიშნა კალაძემ.