ნათელია, რომ ყველა ქვეყანამ - დიდმა და პატარამ, სრული რესურსი უნდა გამოყოს იმისთვის, რათა საფრთხეები ააცილოს არა მარტო საკუთარ ოჯახებს, არამედ მთლიანად მსოფლიოს, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ საქართველოსთვის "ისლამური სახელმწიფოსგან" მომდინარე საფრთხეების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ISIS-ის საფრთხე გლობალური პრობლემაა და შესაბამის ორიენტაციის დაწესებულებებს მუდმივი კოორდინაცია და თანამშრომლობის ახალი ფორმები შემოღება მართებს.
"რასაკვირველია საფრთხეები არსებობს, ეს არ არის შორს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა საუბარი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში. დადგა ის დრო, როცა ნათელია ყველასთვის, რომ ყველა ქვეყანამ, დიდმა და პატარამ, თავისი სრული რესურსი უნდა გამოყოს იმისთვის, რათა საფრთხეები ააცილოს არა მარტო საკუთარ ოჯახებს, არამედ მთლიანად მსოფლიოს", - აცხადებს გია ვოლსკი.