17 ნოემბერს მაღალმთაში ქარბუქია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, 16-19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი.
16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +9, +14 გრადუსი.
17 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი.
18-19 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში +12,+17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +7,+12 გრადუსი იქნება.