თურქეთში ტერაქტი აღკვეთეს

თურქეთში ტერაქტი აღკვეთეს

თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში, ხელისუფლებამ ტერაქტი აღკვეთა, რომელიც, სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების სერიის პარალელურად უნდა განხორციელებულიყო.

პოლიციამ 5 ეჭვმიტანილი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდოდ მოკლული ჯალათის, „ჯიჰადისტ ჯონის“ თანამოაზრეა.

13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ერთი აფეთქება მოხდა რესტორანში, 3 აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი იმართებოდა, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 129 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.