ტერორისტები ახალ თავდასხმებს გეგმავენ, არამხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში. როგორც "ბიბისი "იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა რადიოსადგურ RTL-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ თავდასხმები კვლავ მზადდება, არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგაც", - განაცხადა პრემიერმა.
მისი ინფორმაციით, პარიზში განხორციელებული ტერაქტები სირიის ტერიტორიაზე დაიგეგმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ გუშინ, საფრანგეთის მასშტაბით ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდები პარიზში მომხდარ თავდასხმებს უკავშირდება.