მოსკოვში, კურსკის რკინიგზის სადგურიდან 500 ადამიანის ევაკუაცია მოხდა

მოსკოვში, კურსკის რკინიგზის სადგურიდან 500 ადამიანის ევაკუაცია მოხდა

მოსკოვში, კურსკის რკინიგზის სადგურიდან 500 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, დილის საათებში საგანგებო სამსახურებმა ანონიმური ზარი მიიღეს, რომ სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება იგეგმება. 
ადგილზე მივიდნენ ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები, შენობის შემოწმების შემდეგ ბომბი ვერ აღმოაჩინეს. 
პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.