კანადაში უცნობმა პირებმა მეჩეთი დაწვეს

კანადაში უცნობმა პირებმა მეჩეთი დაწვეს

კანადაში უცნობმა პირებმა მეჩეთი დაწვეს. როგორც "ესოშიეითედ პრესი" იტყობინება, შემთხვევა პროვინცია ონტარიოს ქალაქ პეტერბოროში მოხდა. სააგენტოს ცნობით, შენობა იმდენად დაზიანდა, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი პოლიციიის ცნობით, ბოროტმოქმედთა მოტივები ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველებმა ასევე არ იციან, უკავშირდება თუ არა მომხდარი, პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს.