დიდი ოცეულის ქვეყნები ტერორს ომს უცხადებენ. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თურქეთში, "დიდი ოცეულის" სამიტზე გააკეთა.
"ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს იმის შესახებ, რომ ტერორიზმის ნებისმიერ ფორმაზე უფრო ძლიერები ვართ", - განაცხადა მერკელმა.
"დიდი ოცეულის" სამიტი წუთიერი დუმილით დაიწყო. შეხვედრის მონაწილეებმა პარიზში დაღუპულებს პატივის მიაგეს.