თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

მდინარე ჩხარას ადიდების გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 
ინფორმაციას ავტოტრანსპორტის მოძრაობის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 
მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაირთო. 
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების გამო, უსაფრთხო გადაადგილების მიზნით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთო ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა"-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით ხორციელდება.