დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად, სირიაში აუცილებელია კოლექტიური მოქმედებები. ამის შესახებ "დიდი ოცეულის" სამიტზე ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
"უეჭველად, ამ სფეროში აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობას კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია. თუმცა მხოლოდ თანამშრომლობა საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რუსეთის ქმედებები სირიაში უნდა იყოს უმეტესწილად "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართული", - აღნიშნა ტუსკმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავება და დევნილების დახმარება შესაძლებელია მხოლოდ მთელი მსოფლიოს ძალისხმევის გაერთიანებით.
"კარგად გვესმის, რომ ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავება და მილიონობით ადამიანის დახმარება, რომლებმაც სახლები დაკარგეს, შესაძლებელია მთელი მსოფლიო თანამეგობრობის ძალების გაერთიანებით", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.