ბარაქ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა პირისპირ ისაუბრეს

ბარაქ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა პირისპირ ისაუბრეს

ანტალიაში მიმდინარე "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირისპირ გაისაუბრეს. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, გასაუბრება დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. 
ორი ქვეყნის პრეზიდენტები სამიტის შესვენების დროს სავარძლებში, პირისპირ მოკალათდნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირისპირ საუბრობდნენ. მათ საუბარს მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ.