ერაყის საგარეო უწყებამ საფრანგეთს, აშშ-ს და ირანს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ერაყის საგარეო უწყებამ საფრანგეთს, აშშ-ს და ირანს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის, იბრაჰიმ ალ-ჯაფარის განცხადებით, მისი ქვეყანა ფლობს ისლამისტების მიერ საფრანგეთში, აშშ-სა და ირანში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ ინფორმაციას. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
სააგენტოს მონაცემებით, ჯაფარიმ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფორმაცია ამ ქვეყნებს უკვე გადაეცათ. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია დროები, თუ როდის უნდა განხორციელდეს ეს თავდასხმები და არც მათი ინციატორების შესახებ მიუწოდებია კონკრეტული მონაცემები.
როგორც ცნობილია, პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად 129 ადამიანია დაღუპული, 350-ზე მეტი კი - დაშავებული.