უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურს გააჩნია ინფორმაცია კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ლვოვსა და სხვა დიდ ქალაქებში მოსალოდნელი ტერორისტული აქტებისა და პროვოკაციების შესახებ ცეცხლსასროლი და საბრძოლო იარაღის გამოყენებით. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
"დღეს მოვისმინე შსს-ს ოპერატიული სამსახურების მოხსენება, რომელშიც შესულია უშიშროების სამსახურის ინფორმაციაც და მივიღე გადაწყვეტილება თითოეულ თქვენგანს მოგმართოთ. ოპერატიული სამსახურების მონაცემებით, უახლოესი დღეების განმავლობაში მოგვიწევს გადავიტანოთ დესტრუქციული, ანტიუკრაინული ძალების მცდელობები, განახორციელონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია", - აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდეს.