საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების შედეგად ყველა დაღუპული და დაშავებული იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკა სირაძე-დელონე წერს.
"ამ ეტაპისათვის ყველა მსხვერპლი და დაშავებული იდენტიფიცირებულია. ამ წამს მორიგი კომუნიკაცია გვქონდა ფრანგ სამართალდამცავ ორგანოებთან, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ არც მსხვერპლთა შორის და არც დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან. კიდევ შეიძლება რამე შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპისათვის ესაა და ვერც კი ვმალავ ისე მიხარია", - წერს ელჩი.