საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა "ისლამურ სახელმწიფოზე" იერიში განახორციელა და სირიის ქალაქ რაქაში 20 ჭურვი ჩაყარა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ავიაიერიშში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს 10 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა. საფრანგეთის სამხედრო უწყების ცნობით, ავიადარტყმის ერთ-ერთი სამიზნე "ისლამური სახელმწიფოს" სამეთაური პუნქტი იყო, რომელიც ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობად გამოიყენებოდა.