პარიზის ცენტრში, სან-მარტენის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა

პარიზის ცენტრში, სან-მარტენის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა

პარიზის ცენტრში, სან-მარტენის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა, რის შედეგეადაც, პოლიციელებმა შეძახილებით "ისვრიან!", ხალხის ევაკუაცია განახორციელეს. ამასთან, პოლიციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია ქალაქის ორ რაიონში სროლების შესახებ. სროლები სენ-მარტინის ქუჩაზე ადგილობრივი დროით 18:30 საათისთვის გაისმა, რაც პოლიციამ დაადასტურა და იქ მყოფ ადამიანებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ხალხმა ყვირილით დატოვა ტერიტორია, მათ შორის კაფეები და მაღაზიები.
იქვე მდებარე ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში თვითმხილველებმა რამდენიმე ადამიანი შენიშნეს სამოქალაქო ტანსაცმელში, რომლებსაც ხელში იარაღი ეკავათ. მოშორებით გაისმა ხმები, რაც სროლას ჰგავდა. სან-მარტენის ქუჩაზე პოლიციის რამდენიმე მანქანა და სასწრაფო დახმარება მივიდა. ექიმებმა ქუჩაზე მწოლიარე ქალბატონი წაიყვანეს.
პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე სროლების შესახებ კი ინფორმაცია არ დადასტურდა. პოლიციის ინფორმაციით, იქ არავითარი სროლა არ ყოფილა. ცოტა ხნის წინ გავრცელებული კადრები სწორედ რესპუბლიკის მოედანზეა გადაღებული, სადაც ნაჩვენებია ადამიანები როგორ გარბიან ტერიტორიიდან - ადგილიდან, სადაც დაღუპულთა პატივსაცემად სანთლებია დანთებული. პოლიცია აცხადებს, რომ ეს იყო ცრუ პანიკა და იქ არავითარი სროლა არ ყოფილა, როგორც ეს მანამდე გავრცელდა.