"საჭიროა ყველა რადიკალური მეჩეთის გაუქმება, ამასთანავე უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა ყველა რადიკალურად განწყობილ ადამიანს და გაძევებული იყვნენ საფრანგეთიდან", - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერმა, ევროპარლამენტის წევრმა მარი ლე პენმა.
"საფრანგეთი ტირის მის შვილებს და მეც მათთან ერთად... საფრანგეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი და გაავლოს მკვეთრი საზღვარი ვინ არის მისი მეგობარი და ვინ არის მისი მტერი. რა თქმა უნდა კარგია რომ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება საზღვრების გამაგრების შესახებ თუმცა მე ვითხოვდი და ვითხოვ, რომ ეს თავის დროზე ყოფილიყო გაკეთებული. მაგრამ არც ეხლაა გვიან და ჩვენ უნდა ჩავკეტოთ ჩვენი საზღვრები და დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი ასევე საჭიროა ყველა რადიკალური ორგანიზაციის გამოვლენა და განეიტრალება, საჭიროა ყველა რადიკალური მეჩეთის გაუქმება, ამასთანავე უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა ყველა რადიკალურად განწყობილ ადამიანს და გაძევებული იყვნენ საფრანგეთიდან", - განაცხადა მარი ლე პენმა.