პარიზში განხორციელებული ტერაქტები "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ეს არის ომის აქტი, ამ თავდასხმის უკან ტერორისტული არმია, "ისლამური სახელმწიფო", ჯიჰადისტები დგანან, რომლებიც საფრანგეთისა და იმ ფასეულობების წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც მთელ მსოფლიოში ვიცავთ", - განაცხადა ოლანდმა.
ბოლო მონაცემებით, პარიზში, გუშინ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 128 ადმაიანი დაიღუპა.