საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, მის ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 128 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, 99 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება. მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 150-ს აღემატება. პარიზში ტერაქტების სერია გუშინ საღამოს მოხდა.