გრიგორი კარასინმა და გაერო-ს წარმომადგენელმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საკითხი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ, გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანტი ტურუნენი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული სიტუაცია, გალის რაიონში არსებული ვითარება, გაერო-ს როლი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის საკითხში. აღინიშნა ქართულ-აფხაზურ საზღვარზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის აღდგენის აუცილებლობა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრები 2012 წელს შეწყდა, როდესაც აფხაზურმა მხარემ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს ანდჟეი ტიშკევიჩს მიკერძოებულობაში დასდო ბრალი და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მისიის ხელმძღვანელი 2013 წელს შეიცვალა, თუმცა შეხვედრების აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.