წინასწარი გამოძიებით, მაიდანის მოვლენებისას უკრაინის უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი

წინასწარი გამოძიებით, მაიდანის მოვლენებისას უკრაინის უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი

წინასწარი გამოძიების თანახმად, მაიდანის მოვლენებისას უკრაინის უსაფრთხოების ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალის გადამეტებას, თუმცა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ არ იკვეთება.
სააგენტო "ფრანსპრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას ანგარიშში. ანგარიშში საუბარია გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე როგორც აქციის მონაწილეების, ისე ჟურნალისტების მიმართ.
გარდა ამისა, ბენსუდამ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებოდა "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინა შეუერთდა რომის სტატუტს, მაგრამ ვინაინდან დოკუმენტის რატიფიცირება არ მოუხდენია, სტატუტის წევრი არ არის. თუმცა, კიევმა აღიარა საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე ქვეყანაში განვითარებულ დანაშაულებების გამოძიების თვალსაზრისით.