ბაღდათის რაიონში 16 ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

ბაღდათის რაიონში 16 ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

ბაღდათის რაიონში 16 ოჯახი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. 
ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზებზე მეწყერი წარმოშვა. წვიმას ძლიერი ქარიც დაერთო, რის გამოც მოგლეჯილია ათეულობით ხე. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა სახნავ-სათესი მიწებიც დატბორა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაღდათის რაიონის გამგეობაში განუცხადეს ამ დროისათვის აღარ წვიმს და შესაბამისად ადგილობრივი ძალებით სტიქიისაგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრა მიმდინარეობს.