ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი, კერძოდ, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საქართველოს და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები და სამომავლო მოლოდინები განიხილეს.
ატლანტიკური საბჭოს 4 კაციანი დელეგაცია, რომელსაც აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ხელმძღვანელობს, საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია.