პრეზიდენტს უფლებამოვალეობების ადეკვატური სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეს

პრეზიდენტს უფლებამოვალეობების ადეკვატური სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეს

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს მისი უფლებამოვალეობების შესაბამისი სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეს.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

,,უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახელმწიფო ქონება არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მუშაობისთვის შესაბამისი პირობები, მაგრამ ეს პირობები უნდა იყოს ადეკვატური იმ უფლებამოვალეობებთან რომელიც მას გააჩნია", - განაცხადა ხადურმა.