პენსიის 50 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" პოპულიზმის მორევშია გადავარდნილი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა.
ხადურმა აღნიშნა ისიც, რომ ვინც პენსიის 50 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მთავრობაში 19 წელი იყო.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მოგვიტანდნენ გაანგარიშებას, თუ რას შეიძლება ფული მოვაკლოთ, მაგრამ მსგავსი არაფერი მოუტანიათ. ერთადერთი, რაზეც გვეუბნებიან რომ თანხა მოვაკლოთ, არის ჯანდაცვა, მაგრამ ჯანდაცვას არაფერს მოვაკლებთ, არც განათლებას მოვაკლებთ. თანხების არც არაფრისთვის მოკლებას ვაპირებთ, რადგან ეს არის თანხები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ადამინების კეთილდღეობას ხმარდება. ასე რომ, ეს არის ბიუჯეტი, რისი შესაძლებლობაც ჩვენ გვაქვს და მათზე გაცილებით მეტად ვიცით, რისი შესაძლებლობა აქვს ქვეყანას", - განაცხადა ხადურმა პარლამენტში.
მინისტრს 2016 წლისათვის პენსიის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი ჯერ არ აქვს.
ნოდარ ხადურმა დეპუტატების პასუხად მხოლოდ ის განაცხადა, რომ მუშავდება ვარიანტები და მთავრობის პოზიცია ახლო მომავალში გახდება ცნობილი.