"რუსთავი 2"-ის დროებით მმართველს რევაზ საყევარიშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა, დავით დვალს კი, გაუუქმდა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველს რევაზ საყევარიშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა, დავით დვალს კი გაუუქმდა.

შესაბამისად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილება აღუდგა ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განუცხადა, რომლის თქმითაც, მან ეს ინფორმაცია ზეპირი ფორმით სასამართლოდან შეიტყო, თუმცა განჩინებას სავარაუდოდ ხვალ დილით ჩაიბარებს.

"სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი, რომელიც გუშინ იყო შეტანილი და რეზო საყევარიშვილს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება, სანამ ამ საქმეზე არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ხოლო დვალს გაუუქმდა. შესაბამისად, უფლებამოსილება უნდა აღუდგეთ გენერალურ დირექტორს და ფინანსურ დირექტორს, სანამ საბოლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა სალიამ.

მისი თქმით, ეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება, რომლის დეტალების შესახებ ამ დროისთვის დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.