რუსული სამხედრო ტექნიკის გატარების საკითხი სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას წამოწია

რუსული სამხედრო ტექნიკის გატარების საკითხი სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას წამოწია

თანამედროვე სამხედრო ტექნიკას, რომელიც რუსეთის მიერ სომხეთისთვის გამოყოფილი 200 მილიონიანი პრივილეგირებული კრედიტის ფარგლებშია ნაწარმოები, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვებს.

როგორც აზერბაიკანული გამოცემაზ "Haqqin.az" წერს, სწორედ ამის გამო, სომხეთისთვის განკუთხვნილი საბრძოლო ტექნიკა საკმაოდ გართულებულ გზას გაივლის, რათა ის დანიშნულების ადგილამდე ჩავიდეს. ქართულ-რუსული კონფლიქტის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებას არ უშვებს, რის გამოც შეიარაღება რუსეთიდან ყაზახეთში, შემდეგ ირანში და ირანიდან სომხეთში ჩავა.

სახელისუფლებო წრეებში აცხადებენ, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა აღნიშნული საკითხიც წამოწია, რადგან სწორედ ამ სამხედრო ტექნიკის გარდა, რომელიც თავის თავში ძირითადად სარაკეტო კომპლექს „ისკანდერს“ წარმოადგენს, სომხეთმა სხვა ტექნიკა „სმერჩიც“ შეიძინა, რომელიც ქვეყანაში უმოკლესი გზით ვერ შეაქვს.