იაშვილის კლინიკის ექიმებს ხელფასი ჩაერიცხათ. ექიმებმა ამის შესახებ ინფორმაცია საავადმყოფოს ფოიეში გამართული აქციის დროს მიიღეს.
როგორც გაფიცული ექიმები აცხადებენ, მათ სამი თვის ხელფასი არ აუღიათ და დღეს ჩარიცხული ხელფასი სექტემბრის თვის არის.
როგორც აქციის მონაწილე ექიმები აცხადებენ, ისინი ჯერ არ არიან ჩამოყალიბულები გააგრძელებენ თუ არა გაფიცვას დარჩენილი ხელფასის მისაღებად.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში ექიმები სრულად არიან გაფიცულები, გარდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებისა.