თენგიზ ფხალაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიღო

თენგიზ ფხალაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიღო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლენა ზერკალი მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას შეეხო. მხარეებმა ევროპაში ინტეგრაციის საკითხებიც განიხილეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინა პირველი იანვრიდან ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას გეგმავს, ამიტომ საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც საქართველოს გააჩნია, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი შეეხო უკრაინაში კერძოდ დონბასისა და ყირიმის რეგიონებში არსებულ სიტუაციას.