რუსეთმა ირანთან საზენიტო-სარაკეტო სისტემების С-300 მიწოდების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა

რუსეთმა ირანთან საზენიტო-სარაკეტო სისტემების С-300 მიწოდების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა

როგორც რუსული ინტერნეტგამოცემები წერენ, ინფორმაცია კონტრაქტის გაფორმების შესახებ, სახელმწიფო კორპორაცია „როსტექ“-ის ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა გააჟღერა.

ამის შესახებ ჩემეზოვმა დუბაიში, ავიასალონ „Dubai Airshow 2015“-ზე განაცხადა. მისი თქმით, „დიდი ეპოპეა დასრულებულია“, კონტრაქტი ხელმოწერილია და ის უკვე ძალაშია.

ამასთან, ჩემეზოვმა არ დააკონკრეტა, საზენიტო სისტემების რა მოდელზეა საუბარი.

როგორც ცნობილია, 2015 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სარაკეტო-საზენიტო სისტემების С-300-ის მიწოდებაზე ირანისთვის დაწესებული ემბარგო გააუქმა.