ლაითურში სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლაითურში სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების და სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაზარალებულებს თუნუქის სახურავები და ხის მასალა გადაეცათ. მიმდინარეობს 35 მრავალბინიანი და 10-მდე კერძო სახლის გადახურვა, ბეტონის გზების მოწყობა და სხვა სარემონტო სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა.

„13 ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაბა ლაითურში, ძირითადად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. წლის ბოლომდე ჩვენ გადავხურავთ 40 -მდე კორპუსს და სამშენებლო მასალით უზრუნველვყოფთ დაახლოებით 10 ოჯახს. ასევე, ვმუშაობთ სანიაღვრე არხების მოწყობასა და ასფალტ-ბეტონის გზების მოწყობაზე“, - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.

დაბა ლაითურში მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 682 000 ლარს შეადგენს.