მარინა კალიურანდმა სასამართლო სისტემასთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

მარინა კალიურანდმა სასამართლო სისტემასთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

შეშფოთებული ვართ საქართველოში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენებით , - ეს განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა დღეს თბილისში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ვიღწვით რა საერთო მიზნებისთვის, ეს პრინციპი ევროპული თანამშრომლობის განუყოფელი ნაწილია.

"ჩვენ ძალიან ნათლად გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ მხოლოდ ის ქვეყნები იქნებიან წარმატებულნი, რომლებიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთგულნი არიან",- განაცხადა მარინა კალიურანდმა.